საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიმდინარე წლის თურქეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც
მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი ფორმატის შეხვედრაში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ასევე თურქული მხარის მოწვევით დაესწრება სტამბოლის საერთაშორისო აეროპროტის გახნის საზეიმო ცერემონიას. აზერბაიჯანი-თურქეთი- საქართველოს სამმხრივი შეხვედრა ქ. სტამბოლში გაიმართება.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ.სამმხრივი შეხვედრის ფორმატში მხარეები ხელს მოაწერენ ერთობლივ დეკლარაციას, ასევე გაიმართება სამი მინისტრის ერთობლივი პრესკონფერენცია.
ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი თურქული მხარის მიწვევით, ასევე დაესწრება სტამბოლის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გახსნის საზეიმო ცერემონიას, რომელშიც მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის მეთაურები და მაღალი რანგის პირები, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

















