logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს
02:04 29.10.2018
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საზოგადოებას 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო. მან შედეგები 512 დათვლილი საარჩევნო უბნის მიხედვით წარადგინა.

„საზოგადოებას გავაცნობ არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომელიც დათვლილია 500-ზე მეტ უბანზე და ასახულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებში; მინდა აღვნიშნო, რომ ოქმები დაუყოვნებლივ აიტვირთა, გახდა საზოგადოებისთვის საჯაროდ ცნობილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ამავდროულად, სანამ შედეგებს გამოვაცხადებ, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა და იყო აქტიური ამომრჩეველი; მინდა მადლობა გადავუხადო იმ ჩართულ მხარეებს, რომლებიც დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ იმ საქმეს რასაც საარჩევნო პროცესის ხელშეწყობა ჰქვია.

რაც შეეხება წინასწარ მონაცემებს, ამ ეტაპზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ატვირთული ოქმები შემოდის და ეს შედეგები, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ დაუყოვნებლივ იტვირთება ცესკოს სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ ამ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ჩვენ მუდმივ რეჟიმში ეტაპობრივად განვაახლებთ მონაცემებს, რაც საზოგადოებისთვის იქნება ხელმისაწვდომი უფრო მეტი ოქმების მიხედვით“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

წინასწარი შედეგები 512 დათვლილი საარჩევნო უბნის მიხედვით, (ყველა უბნის დაახლოებით 13 %-ზე მეტი), შემდეგია:



1 მიხეილ ანთაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის 107 (0.07 %)

2 დავით ბაქრაძე - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის 17798 (10.83 %)

4 ვახტანგ გაბუნია - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა 186 (0.11 %)

5 გრიგოლ ვაშაძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 62352 (37.93 %)

10 შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია 6842 (4.16 %)

13 ზვიად მეხატიშვილი - საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია 80 (0.05 %)

17 გიორგი ლილუაშვილი - საქართველო 85 (0.05 %)

18 აკაკი ასათიანი - ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი 171 (0.1 %)

21 კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო 1953 (1.19 %)

22 ოთარ მეუნარგია - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს 67 (0.04 %)

23 ირაკლი გორგაძე - მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის 39 (0.02 %)

25 დავით უსუფაშვილი - თავისუფალი დემოკრატები 2526 (1.54 %)

27 ზვიადი ბაღდავაძე - სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო 42 (0.03 %)

28 მიხეილ სალუაშვილი - სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე 281 (0.17 %)

30 ზვიად იაშვილი - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) 47 (0.03 %)

31 თამარი ცხორაგაული - თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა 385 (0.23 %)

35 გელა ხუციშვილი - საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა 151 (0.09 %)

36 ზურაბ ჯაფარიძე - გირჩი 2650 (1.61 %)

40 ლევანი ჩხეიძე - ახალი ქრისტიან-დემოკრატები 328 (0.2 %)

48 სალომე ზურაბიშვილი - დამოუკიდებელი 65840 (40.05 %)

49 ბესარიონ თედიაშვილი - დამოუკიდებელი 329 (0.2 %)

51 გიორგი ანდრიაძე - დამოუკიდებელი 1180 (0.72 %)

58 კახაბერ ჭიჭინაძე - დამოუკიდებელი 126 (0.08 %)

62 ვლადიმერ ნონიკაშვილი - დამოუკიდებელი 68 (0.04 %)

65 თეიმურაზ შაშიაშვილი - დამოუკიდებელი 755 (0.46 %)


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა