logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის ტყუილს ამჯერადაც მოკლე ფეხები აღმოაჩნდა
მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის ტყუილს ამჯერადაც მოკლე ფეხები აღმოაჩნდა
23:12 28.10.2018
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.

"ჩვენ პერიოდულად ჩვენი წარმომადგენელი კომისიის წევრებისგან შემოგვდის მონაცემები. იცით 3700-ზე მეტი უბანია ქვეყნის მასშტაბით და აქედან დაახლოებით 300-მდე უბნის მონაცემები გვაქვს, სადაც დამაჯერებლად ლიდერობს ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

რა თქმა უნდა ჩვენ ველოდებით, ცესკოს შედეგებს, მანამდე რაიმე კატეგორიული განცხადებისგან იცით და უკვე განვაცხადეთ, რომ თავს ვიკავებთ.

ამ ეტაპზე მე მინდა რამდენიმე დეტალზე და რამდენიმე ახალ ინფორმაციაზე გავამახვილო ყურადღება, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ტყუილებზე.

პირველი, თქვენ იცით რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშრებით აკეთებდნენ განცხადებებს, ავრცელებდნენ კონკრეტულ ვიდეოებს, ერთ-ერთ შემთხვევაში, მაგალითისათვის, რაც უკვე გამოვიკვლიეთ და დადასტურებულად შეგვიძლია გითხრათ, სხვათაშორის აღნიშნულის დამადასტურებელი ინტერვიუები უკვე გავიდა რამდენიმე არხზე, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როდესაც ქალბატონი თვითონ ამბობს იმას, რასაც მე ეხლა მოგახსენებთ.

გურჯაანის მე-12 ოლქის მეორე უბანზე, რუსთავი-2 მთელი დღის განმავლობაში გვეუბნებოდა, რომ დაფიქსირდა ფულის გადაცემის, ანუ მოსყიდვის სავარაუდო ფაქტი, როდესაც ქალბატონი, რომელიც ჩაწერეს ჟურნალისტებმა, თავადვე ადასტურებდა ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაციითაც, ის წარმოადგენს ევროპული საქართველოს მხარდამჭერს.

შემდეგი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ უკვე სამი დღის განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გვაუწყებს, რომ მათ მოიგეს ავღანეთში მდებარე უბანი. საუბარია საჯარისო ნაწილებზე და იქ განთავსებულ ორ უბანზე. მინდა მოგახსენოთ შედეგები ამასთან დაკავშირებით, პირველი ინფორმაცია უკვე იქიდან გვაქვს ჩვენი წარმომადგენლებისგან.

ერთ უბანზე - 334 სალომე ზურაბიშვილი, 216 - ვაშაძე, 76 - ბაქრაძე; მეორე უბანზე - 63 - სალომე ზურაბიშვილი, 43 ხმა - ვაშაძე , 8 ხმა დავით ბაქრაძე.

ასე, რომ ორივე უბანზე პირველივე ტურში გამარჯვებული არის სალომე ზურაბიშვილი. ტყუილს ამ შემთხვევაშიც აღმოაჩნდა მოკლე ფეხები. ჩვენ ველოდებით ცესკოს შედეგებს, პარალელურად ჩვენ შემოგვდის პარტიაში ჩვენი წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაცია"-განაცხადა მდინარაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა