logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ეგზიტპოლების თანახმად სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს
ირაკლი კობახიძე: ეგზიტპოლების თანახმად სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს
20:59 28.10.2018
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ხელსუფლებისგან მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს.

"პირველ რიგში გილოცავთ მშვიდობიანი, დემოკრატიული, წარმატებული, თავისუფალი და მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებას. პირდაპირ გადავალ იმ საქმეზე , რომელიც ჩვენს საზოგადოებას განსაკუთრებით აინტერესებს და გაგაცნობთ ეგზიტპოლის შედეგებს, ეგზიტპოლი ჩატარდა 100 უბანზე, გამოიკითხა 5124 ამომრჩეველი სათანადო მეთოდოლოგიის შესაბამისად.

ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ ცდომილების ფარგლები არის 2.6 პროცენტი. რაც შეეხება შედეგებს, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს 52.3 %-ით, რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის შედეგს, ეს არის 28.1 %, დავით ბაქრაძე 9.2 %, სხვა კანდიდატები 10.4 %. ასევე, უნდა გაცნობოთ რომ ეგზიტპოლის თანახმად მეოთხე ადგილზე გავიდა ,,გირჩის“ კანდიდატი ბატონი ზურაბ ჯაფარიძე 3.3 %, შემდეგ ბატონი შალვა ნათელაშვილი 3.1%

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ცდომილება არის 2.6 %. აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა აქედან გამომდინარე საბოლოო შედეგის დაფიქსირება არის ისედაც დამოკიდებული ცესკოს ოფიციალურ დათვლაზე და იგი ბუნებრივია უახლოეს საათებში დაასრულებს ხმის დათვლის პროცედურას. შესაბამისად, უნდა დაველოდოთ ხმის დათვლის ოფიციალურ მონაცემებს., რომლის საფუძველზეც დაზუსტდება დასრულდა თუ არა არჩევნები პირველ ტურში.

მე მინდა მადლობა გადავუხადო პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენს აქტივისტებს, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს, ამომრჩეველს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ბუნებრივია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში, ასევე, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციას, შინაგან საქმეთა სამინსიტროს განსაკუთრებული მადლობა, ასევე განსაკუთრებული მადლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს იმისათვის, რომ სწორედ მათ უზრუნველყვეს საქართველოში კიდევ ერთი წარმატებული არჩევნების ჩატარება.

ასევე მინდა აღვნიშნო რომ საარჩევნო პროცესი ჯერ არ არის დასრულებული, შესაბამისად ყველას ვთხოვ გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ხმის დათვლის პროცედურაზე, იმისათვის რომ იყოს დაცული თითოეული ამომრჩევლის ხმა. აქვე გეტყვით, რომ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია გარკვეული პროვოკაციების შესახებ, რომელიც არის დაგეგმილი. კერძოდ, საუბარია რუსთავის 23-ე სკოლაში არსებულ საარჩევნო უბანზე, სადაც იგეგმება ნაცმოძრაობის მხრიდან პროვოკაცია ჩვენი ინფორმაციით, ასევე პროვოკაციებია დაგეგმილი თელავის, ამაზეც გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია ბათუმის და ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე. ვთხოვ საარჩევნო ადმინისტრაციას და შინაგან საქმეთა სამინსიტროს განსაკუთრებულ ყურადღებას ამ ოლქებში. კიდევ ერთხელ გადავუხდი დიდ მადლობას ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის და რა თქმა უნდა ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს დამაჯერებელ გამარჯვებას"-განაცხადა კობახიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა