logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: რაც მეტად ახლოვდება სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, მით მეტად აქტიურდებიან და პროვოკაციული ფონის შექმნას ცდილობენ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები
მამუკა მდინარაძე: რაც მეტად ახლოვდება სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, მით მეტად აქტიურდებიან და პროვოკაციული ფონის შექმნას ცდილობენ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები
19:32 28.10.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რაც მეტად ახლოვდება სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, მით მეტად აქტიურდებიან და პროვოკაციული ფონის შექმნას ცდილობენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.

"ბოლო საათი დარჩა. ბოლო საათის განმავლობაში მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, ზოგადად ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ იმიტომ, რომ რაც მეტად ახლოვდება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, მით მეტად აქტიურდებიან და პროვოკაციული ფონის შექმნას ცდილობენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.

მე შემიძლია კონკრეტული მაგალითები მოგიყვანოთ. მაგალითად, ბატონი კოტე იოსელიანი მისული იყო ვაკის ოლქში, შექმნა დაძაბული სიტუაცია ხელოვნურად და შეურაცხყოფა მიაყენა ვაკის ოლქის თავმჯდომარეს. ამაზე ბუნებრივია იქნება რეაგირება, ამაში დარწმუნებული ვარ და მოვუწოდებთ დამკვირვებლებს, რომ მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება და მათზე მოახდინონ რეაგირება.

ლილე ლიპარტელიანი, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი და მათი დეპუტატი საკრებულოში, კრწანისის უბნებზე გადაადგილდება და უხეშად ერევა უბნის საქმიანობაში და აფერხებს პროცესს. ასეთი შემთხვევები, ბევრი რომ არ გავაგრძელო , მრავლად არის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. მიუხედავად "ნაციონალური მოძრაობის" ამ პროვოკაციული მოქმედებებისა, საბოლოო ჯამში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ბოლო საათია დარჩენილი და ის სავარაუდო შედეგი, რომელიც ჩვენ უკვე მივაწოდეთ საზოგადოებას ჩვენი ინფორმაციით და ეს არის ქალბატონი სალომეს პირველი ტურში გამარჯვების შანსი და ამაზე ყველა მონაცემი მეტყველებს, რომ შევინარჩუნოთ საჭიროა აქტიურობა ბოლო წუთამდე. ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, თუკი ვინმე კიდევ არის სახლში, ამ შედეგის შესანარჩუნებლად ჩვენ გვჭირდება მათი მხარდაჭერა. ამისათვის ვუხდი ძალიან დიდ მადლობას, ასევე არ შეიძლება უდიდესი მადლობა არ გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, კომისიის წევრებს ძალიან დიდი მოთმინებისათვის, ძალიან დიდი სიმყარისათვის და კანონის ფარგლებში მოქმედებისათვის"-განაცხადა მდინარაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა