logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პატრიარქი: წინასაარჩევნო დღეები მძიმე იყო არა მარტო კანდიდატებისთვის, არამედ მთელი ერისთვისაც
პატრიარქი: წინასაარჩევნო დღეები მძიმე იყო არა მარტო კანდიდატებისთვის, არამედ მთელი ერისთვისაც
17:10 28.10.2018
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სხვისი დამცირება არაფერს მისცემს ადამიანს. პირიქით, სხვისი ამაღლება აღგამაღლებთ თქვენც, - ასე გამოეხმაურა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქადაგებისას საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო მოვლენებს და საპრეზიდენტო კანდიდატების უხეშად მოხსენების ფაქტებს.

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ლიტურგია დასრულდა.

უწმინდესმა მრევლს მიმართა და განაცხადა, რომ დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან საქართველო ირჩევს პრეზიდენტს.

"დღეს განსაკუთრებული დღეა - ქართველი ერი ქართველი ხალხი, საქართველო ირჩევს პრეზიდენტს. ეს წინა დღეები მძიმე იყო არა მარტო იმათთვის, ვინც იყო კანდიდატი პრეზიდენტობის, არამედ მძიმე იყო მთელი ერისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ხშირი შემთხვევა იყო, როდესაც უხეშად იხსენიებდნენ ერთმანეთს და ეს უნდა გავითვალისწინოთ მომავალში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სხვისი დამცირება არაფერს მისცემს ადამიანს. პირიქით, სხვისი ამაღლება აღგამაღლებთ თქვენც.
მაცხოვარი ჩვენი ბრძანებს: "ითხოვდით და მოგეცეთ თქვენ".
რა უნდა ვთხოვოთ უფალს? უნდა ვთხოვოთ სიმშვიდე, შვილების კეთილდღეობა.
წმინდა მამები ამბობდნენ: "ჰე უფალო მომანიჭე განცდაი, თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა". უნდა დაინახოს ადამიანმა საკუთარი თავი. ძველი რომაელები ამბობდნენ: "შეიცანი თავი შენი". უნდა შევიცნოთ თავი ჩვენი და არ უნდა დავინახოთ ან ნაკლებად დავინახოთ ნაკლი ჩვენი მოყვასის. უნდა დავინახოთ მისი კეთილი მხარე", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, დღეს საპატრიარქოში მათ დაანთეს სანთელი და შესთხოვეს უფალს, რომ უფალმა მშვიდობა მისცეს საქართველოს. ასევე, წაიკითხეს ფსალმუნიდან ერთ-ერთი კანონი.

"გადავშალე და გაიხსნა მე-14 კანონი. საოცარია, რომ ამ მე-14 კანონში არის თითქოს საქართველოს ცხოვრება, წარსული და მომავალი, განცხადები და სიხარული. ეს საოცარი ფსალმუნები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ უფალი ჩვენთან არის. უფალი მფარველობს საქართველოს," - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, ეს კანონი არის წინასწარმეტყველება საქართველოს შესახებ. მან მიმართა მრევლს, ყოველდღე წაიკითხონ მე-14 კანონი.

ქადაგების შემდეგ პატრიარქმა წინასწარ მომზალებული პურის სუფრა აკურთხა და განაცხადა, რომ ტაძარში მყოფს ყველას შეხვედროდა და სახლშიც წაეღოთ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა