ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა თავისი არჩევანი ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში
დააფიქსირა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მან ხმა ქვეყნის კეთილდღეობასა და ეკონომიკურ წინსვლას მისცა.
"ძნელი მისახვედრი არ არის, ვის და რას მივცემდი ხმას. ხმა მივეცი სტაბილურ, ევროპულ განვითარებას, ამ ქვეყნის კეთილდღეობასა და ეკონომიკურ წინსვლას. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება. არჩევნები ძალიან მშვიდად, კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს, არა მარტო ჩემს სკოლაში, ჩემს უბანში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

















