logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: გვაქვს მონაცემები, რომლის თანახმადაც ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობს
მამუკა მდინარაძე: გვაქვს მონაცემები, რომლის თანახმადაც ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობს
15:52 28.10.2018
საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის მასშტაბით პროვოკაციებს არ ერიდება.

„დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას დარღვევების შესახებ, რომელიც ფიქსირდება ქვეყნის მასშტაბით, თუმცა არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ ცალკეულმა შემთხვევებმა რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს შედეგებზე, საბოლოო ჯამი მშვიდად მიმდინარეობს პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კვლავ ცდილობენ მძიმე პროვოკაციების მოწყობას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, კომისიის თითოეულ წევრს, რომელი პარტიიდანაც არ უნდა იყოს, თითოეულ დამკვირვებელს იმ მოთმინებისთვის, სწორად მუშაობისთვის და კანონის ჩარჩოში მოქცევისთვის, რასაც ისინი აკეთებენ, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას.

ფიქსირდება კონკრეტული შემთხვევები, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წამომადგენლები მიდიან პროვოკაციებზე და რიგ შემთხვევებში არ ერიდებიან ბიულეტენების განადგურებასაც კი. კონკრეტულად, შემიძლია გითხრათ, რომ მარნეულის 29-ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანარ მამედოვმა ერთ-ერთ ამომრჩეველს ხელიდან გამოგლიჯა ბიულეტენი და გადახია.

ეს პიროვნება თავად ასახელებს მიზეზს, რომ აღნიშნული ამომრჩეველი განმეორებით იყო მისული საარჩევნო უბანზე, თუმცა ეს მოხდა ყოველგვარი გადამოწმების და ფაქტის დადგენის გარეშე. ასეც რომ იყოს, მას არ შეუძლია, ეს არის მძიმე დარღვევა დაუხიოს ბიულეტენი, თუმცა, არც ის ფაქტი დასტურდება, რომ ეს ამომრჩეველი განმეორებით იყო მისული არჩევნებზე.

ასევე გვაქვს მცხეთის შემთხვევაც, სადაც მე-2 უბნის გადასატან ყუთთან აღმოჩნდა, როგორც ჩანს წილისყრის შედეგად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როგორც ჩანს, რომ მიიღო მონაწილეობა წილისყრაში და ხმა მიაცემინა ამ ადამიანმა ისეთ ადამიანს, რომელიც ამ სიაში საერთოდ არ იმყოფებოდა.

ზოგადად, ამ დროის მონაცემებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს, თუმცა, მოგეხსენებათ არჩევნების საბოლოო შედეგები დამოკიდებულია ამომრჩევლის მაქსიმალურ აქტიურობაზე, ამიტომ მოვუწოდებთ ამომრჩეველს, იაქტიურონ დღის ბოლომდე, რვა საათამდე. ვფიქრობ, რომ შედეგი იქნება სასურველი ჩვენი ქვეყნისთვის და არჩევნები ჩაივლის დემოკრატუილად. აქ კითხვის ნიშნები არ იქნება“-განაცხადა მდინარაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა