logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: ბათუმში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა ზონდერჯგუფებს ფიზიკური ძალადობისკენ და პროვოკაციებისკენ მოუწოდა
მამუკა მდინარაძე: ბათუმში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა ზონდერჯგუფებს ფიზიკური ძალადობისკენ და პროვოკაციებისკენ მოუწოდა
12:37 28.10.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას „ნაცმოძრაობის“ მიერ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა.

„მიუხედავად ყველასთვის ცნობილი ძალების მცდელობებისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს, რამდენიმე შემთხვევაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.

1)ბათუმში დაფიქსირდა შემთხვევა,სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ჯელალ ქიქავა ურეკავს ზონდერჯგუფებს და მოუწოდებს მათ ფიზიკური ძალადობის და პროვოკაციისკენ, არსებობს შესაბამისი ვიდეომასალაც.

მოგვიანებით აღნიშნულმა პიროვნებამ, ბათუმის მე-9 უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს მხარდამჭერ ქალბატონს, რაზეც ჩვენი ინფორმაციით უკვე საქმის კურსში ჩააყენეს სამართალდამცავი ორგანოები და ბუნებრივია ამაზე იქნება გამოძიება და დაველოდებით შედეგებს.

2)ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, მურთაზ ზოდელავა ტელეკამერების წინ ხევს სააგიტაციო მასალას და ამას ხსნის იმით, რომ თითქოს უბნის შიგნით არის ეს მასალა, რეალურად არის უბნის გარეთ და არჩევნების დღესაც უბნის გარეთ აგიტაცია არ იკრძალება.

3) როგორც ნახეთ, ევროპული საქართველოს წარმომადგენლები გამოესარჩლნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს იმ მოტივით, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნის გარეთ აგიტაცია დაშვებულია, თუმცა ისინი შეგნებულად გვერდს უვლიან მთავარს - მოქმედი კანონმდებლობით, არჩევნების დღეს აკრძალულია მასმედიის საშუალებებით საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული რეკლამირება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გუშინ „რუსთავი 2“, მიუხედავად საარჩევნო დღის დადგომისა, 12 საათის შემდეგ აგრძლებდა ანტირეკლამას, ცილისწამებას და შეურაცხყოფას ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ.

4)ვრცელდება ინფორმაცია და ეს არის დადასტურებული ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ღიად ავალებენ თავიანთ წარმომადგენლებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში იქნება თუ არა დარღვევები, დაწერონ მაქსიმალურად ბევრი საჩივარი.

5) ასევე მინდა სოციალური ქსელებით გავრცელებულ სხვადასხვა სახის ყალბ ინფორმაციებს გამოვეხმაურო. დღეს, განსაკუთრებით ბევრია ასეთი ინფორმაციები, ეგრედწოდებული ,,ფეიქ ნიუსები“ და გავხდით იძულებულები ამაზეც გვეთქვა, თითქოს სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა სხვადასხვა განცხადებები აფხაზეთზე, მეგრელებზე, სარალიძეზე და ა.შ. რაც არის აბსოლუტური სიცრუე, მიზანი ალბათ გასაგებია ყველასთვის.

როგორც ხედავთ ჩვენ და ჩვენმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა ვაწარმოეთ ევროპული ტიპის კამპანია, ხოლო მეორე მხრიდან ვხედავთ ყალბი ინფორმაციებით ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების ძალიან უხეშ მცდელობას. ვიმედოვნებთ, რომ დამკვირვებლები სათანადო რეაგირებას მოახდენენ ზემოთ ხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით.

კვლავ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, რომ მაქსიმალური იაქტიურონ. მოვუწოდებთ ჩვენს საზოგადოებას იაქტიურონ.

ბოლოს, მივიღე ინფორმაცია რომ ევროპული საქართველოს წარმომადგენლები გამოეხმაურნენ ჩვენს ბრიფინგს საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით. მათ ვურჩევ რომ წაიკითხონ 61-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ყველა მონაწილე, ყველა წევრი საარჩევნო უბანზე კომისიისა ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში. ეს არ არის მათი უფლება, ეს არის ვალდებულება და ეს მათ არ გააკეთეს.
ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ნორმების დაცვით. ამასთან დაკავშირებით სხვაგვარი განცხადებები იძლევა სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას.

დარწმუნებულნი ვართ ჩვენ შევძლებთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, მიუხედავად იმისა, რა მცდელობებიც არ უნდა იყოს სხვადასხვა დესტრუქციული ძალებისგან“-განაცხადა მდინარაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა