logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საპარლამენტო დელეგაცია ბალტიის ასამბლეის 37-ე და ბალტიის საბჭოს 24-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობს
საპარლამენტო დელეგაცია ბალტიის ასამბლეის 37-ე და ბალტიის საბჭოს 24-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობს
11:52 27.10.2018
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ლიეტუვაში, ბალტიის ასამბლეის 37-ე და ბალტიის საბჭოს 24-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობს. სესია სამი ქვეყნის პარლამენტის დელეგაციების ხელმძღვანელებმა გახსნეს.



მომავალი თანამშრომლობის შესახებ საკუთარი ხედვები ასამბლეის წევრებს ბალტიის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებმა გააცნეს. ასამბლეაზე რამდენიმე თემატური საკითხის ირგვლივ პანელური დებატები გაიმართა.



დეპუტატებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ბალტიის ქვეყნების რეგიონალური უსაფრთხოების სტრატეგია, გაზისა და ელექტრო ენერგიის საერთო ბაზარი, ბალტიის ქვეყნებში ალკოჰოლის პოლიტიკა, რკინიგზის განვითარება, კულტურის ფონდის დაფუძნება და სხვა.



ღონისძიებაზე საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინეს კულტურის, საგარეო საქმეთა, ენერგეტიკისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრებმა.



დებატებში თემატიკის მიხედვით მონაწილეობდნენ სამივე ქვეყნის პარლამენტების სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეები.



სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი გიორგი მოსიძე მოწვეული სტუმრების პანელზე სიტყვით გამოვიდა. დეპუტატმა მადლობა გადაუხადა ბალტიის ასამბლეას იმისთვის, რომ საქართველოს დელეგაციას ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის და გამოწვევებსა თუ ხედვებზე საუბრის შესაძლებლობა მიეცა.

გიორგი მოსიძემ ზოგადად მიმოიხილა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. ასევე, ისაუბრა იმ წარმატებებზე, რასაც ჩვენმა ქვეყანამ ევროინტეგრაციის კუთხით მიაღწია.



ქართველმა დეპუტატმა, ასამბლეის წევრებს, რომლის რიგებში ლუქსემბურგის პარლამენტის, ვიშეგრადის ქვეყნებისა და სკანდინავიური საბჭოს წევრებიც შედიან, საქართველოს პარლამენტის, უკრაინის რადასა და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტების ახალი საპარლამენტო ასამბლეის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, ასამბლეა გეგმავს სხვადასხვა რეგიონალურ ორგანიზაციასთან მჭიდრო და აქტიურ თანამშრომლობას.



სხდომის დასასრულს ასამბლეამ ახალი პრეზიდენტი აირჩია და სხვადასხვა სახის რეზოლუცია და ოფიციალური დოკუმენტი დაამტკიცა.



საქართველოს პარლამენტიდან დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი გიორგი მოსიძე, დელეგაციის წევრი გედევან ფოფხაძე და საქართველოს პარლამენტის, უკრაინის რადასა და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტების საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი, ისკო დასენი.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა