logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს პარლამენტმა დანიის სამეფოს დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოს პარლამენტმა დანიის სამეფოს დელეგაციას უმასპინძლა
11:30 27.10.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა, ნიკოლოზ სამხარაძემ, შეხვედრა გამართა დანიის პოლიტიკური და საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლების დელეგაციასთან.



შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებზე, განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმასა და პარლამენტის რეგლამენტზე. სტუმრებს ქართულმა მხარემ საკონსტიტუციო რეფორმის ძირითადი არსი და არგუმენტები გააცნო.



შეხვედრისას, აქცენტი გაკეთდა ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი ჩვენი ქვეყნის სწრაფვაზე. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ განვლილ გზაზე, გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე.

მხარეებმა ასევე, ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიის მცდელობებზე.



„დანიის სამეფოს დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვედრისას ვესაუბრეთ თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი, რა მიზნები ამოძრავებს რუსეთს კონფლიქტურ რეგიონებსა და ზოგადად საქართველოსთან მიმართებაში. ასევე, ვისაუბრეთ ენერგეტიკულ პროექტებზე, განსაკუთრებით კასპიის ზღვიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გავლით, ევროპაში ნავთობისა და გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით და ამ ჭრილში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა მიმოვიხილეთ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ სამხარაძემ.



საკანონმდებლო ორგანოში დღეს გამართულ შეხვედრაში პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლები გიორგი ხელაშვილი და ლევან მახაშვილი მონაწილეობდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა