logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბიძინა ივანიშვილი: დღეს ყოველგვარი ეჭვი ევროპიდან და ასევე სტრატეგიული პარტნიორისგან, აშშ-სგან, ჩვენი გუნდის მიმართ, პირადად ჩემ მიმართ, აბსოლუტურად განულებულია
ბიძინა ივანიშვილი: დღეს ყოველგვარი ეჭვი ევროპიდან და ასევე სტრატეგიული პარტნიორისგან, აშშ-სგან, ჩვენი გუნდის მიმართ, პირადად ჩემ მიმართ, აბსოლუტურად განულებულია
17:21 26.10.2018
„ჩემი პრემიერობის დროს, მე ძირითადად, დაკავებული ვიყავი, როგორ დამერწმუნებინა ჩვენი პარტნიორები საზღვარგარეთ, აშშ სტრატეგიული პარტნიორი, ევროპელები, რომ მე არ ვარ ვიღაც ძალა, დესტრუქციული, რომელიც მოვიდა იმისთვის, რომ, საქართველო დაანგრგიოს და ვიღაცას გადასცეს, რასაც უკიჟინებდნენ ნაციონალები“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე .

მისი თქმით, დღეს ყოველგვარი ეჭვი ევროპიდან და აშშ-სგან განულებულია.
“დღეს ყოველგვარი ეჭვი ევროპიდან და ასევე სტრატეგიული პარტნიორისგან, აშშ-სგან, ჩვენი გუნდის მიმართ, პირადად ჩემ მიმართ, აბსოლუტურად განულებულია . ძალიან დიდი ტვირთი მოვიშორეთ ჩვენ და ამაზე მიდიოდა დიდი ენერგია. ჩემგან პირველი წელი, 90% ენერგია ამ მიმართულებით მიდიოდა. დღეს, მე ჩემს გამოცდილებას აღარ დავხარჯავ ამ მიმართულებით, ისევე როგორც გუნდი და მთლიანად მოვახმარ მენეჯმენტს, რომ ვერტიკალი იყოს მკაცრი, სახელმწიფო იგრძნობოდეს კარგად“,- განაცხადა ივანიშვილმა.

მან გაიხსენა ნაციონალური მოძრაობის კავშირები აშშ-სთან და ევროპასთან, რომელიც მიცი თქმით საკმაოდ კარგი იყო.

„მათ ჰქონდათ ძალიან კარგი კავშირები, ძალიან მეგობრული ურთიერთობები ამერიკასთან თუ ევროპასთან. თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, რაც არ ჩანდა ზემოთ და რასაც ვერ ვიტყვი დღეს მედიაში, რა სიღრმეებში იყვნენ ჩართული, როგორი კავშირები ჰქონდათ და როგორი მძიმე იყო მაშინ ჩემი ყოფა, თუ გნებავთ პრემიერის რანგში. ამას მიჰქონდა ძირითადად დრო. ჩემი წასვლის შემდგომ ეტაპებზე გახსოვთ, რომ მძიმე იყო დასჯის პერიოდები, პასუხისგებაში მიეცა ძალიან ბევრი თანამდებობის პირი ღარიბაშვილის დროს, შემდეგ მოვიდა კვირიკაშვილი, ახლა არის ახალი პრემიერი და დღეს, მთავარი რესურსი, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რაც მე მაძლევს უფლებას იმისა, რომ საჯაროდ განვაცხადო, რომ აუცილებლად მივიღებთ შედეგს და ერთი წელიწადიც არ დასჭირდება, რომ ძალიან მკვეთრი და ხარისხიანი ვერტიკალი ექნება ყველა შტოს ხელისუფლების და მათ რიცხვში პარტიას.

თუ ოდესმე, ვინმეს ჰქონია ურთიერთობა და იმას, რასაც მე ვიხსენებ ჩვენს პარტნიორებთან, დღეს გვაქვს საუკეთესო ურთიერთობა აშშ-სთან.

ერთი ეჭვი არ არის ქართულ ოცნებასთან. ეს არის პროდასავლური პარტია, არავის შეკითხვა არ აქვთ ჩემთან დაკავშირებით. კითხვები არ ისმის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ეს კარგად ჩანს და ყველამ აღიარა, რომ ის სწორად არის დასჯილი. ქართულმა სასამართლომ, ჩვენმა სახელმწიფო სასამართლომ მას უკვე მიუსაჯა. ჩვენ შეგვიძლია ეს ტერმინი ვიხმაროთ. ნახეთ, თვითონ რა ტერმინებს ხმარობენ და როგორ იქცევიან. აღარ არის დღეს პრობლემა იმის, რომ პარტნიორები ვარწმუნოთ, რომ ვინ ვართ ჩვენ” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა