პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი საქართველოს
პრეზიდენტის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მანდატით მყოფ პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრაზე პოლონელი კანონმდებლები წინასაარჩევნო პროცესებით დაინტერესდნენ. თამარ ჩუგოშვილმა სტუმრებს წინასაარჩევნო გარემო და ის გამოწვევები გააცნო, რომლებიც არჩევნების წინა პერიოდში გამოიკვეთა.
„პოლონეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრების, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის რეკომენდაციები და რჩევები, დაგვეხმარება იმაში, რომ საარჩევნო გარემო, საქართველოში ეტაპობრივად სულ უფრო უკეთესი გახდეს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან შეხვედრას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და მისი პირველი მოადგილე, ირინე ფრუიძე დაესწრნენ.
პოლონელი კანონმდებლები, საარჩევნო პროცესებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დააკვირდებიან.

















