logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გუგული მაღრაძემ მინსკის ლიდერ ქალთა საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
გუგული მაღრაძემ მინსკის ლიდერ ქალთა საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
17:05 26.10.2018
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა გუგული მაღრაძემ მინსკში გამართულ ლიდერ ქალთა საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) -ის ორგანიზებით გაიმართა.



პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობდნენ ლიდერი ქალები - სახვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.



ფორუმზე განსახილველი თემები იყო - ქალთა მონაწილეობა პოლიტიკასა და ეკონომიკურ საქმიანობაში, ქალთა მიმართა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ასევე, ქალთა ქსელებისა და კოალიციების გაძლიერება და ქალთა და მამაკაცთა თანაბარი წვდომა აკადემიური განათლებისადმი.



გუგული მაღრაძემ, სიტყვით გამოსვლისას, გენდერული თანასწორობის მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ საქმიანობაზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.



„ქვეყანაში არის კარგი საკანონმდებლო ბაზა იმისთვის, რომ გენდერული თანასწორობა ყველა სფეროში განხორციელდეს თუმცა, არსებობს ხელისშემშლელი გარემოებები - კულტურული სტერეოტიპები. პოლიტიკური კამპანიები ქალთა მიმართ არაეთიკური დამოკიდებულებებით გამოირჩევა და ამის გამო ქალთა გარკვეული რაოდენობა, რომელთაც აქვთ მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობები, განათლება როგორც პოლიტიკაში ასევე ეკონომიკაში, ხშირად თავს იკავებენ პოლიტიკაში მონაწილეობისგან. კიდევ ერთი ხელშემშლელი ფაქტორი არის ის, რომ პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელები ძირითადად არიან მამაკაცები და ისინი შედარებით ნაკლებად გახსნილები არიან პოლიტიკაში ქალების მოზიდვისაკენ. ამასთან, ქალებს ხშირად არ აქვთ ფინანსური რესურსები იმისთვის, რომ პოლიტიკაში სრულფასოვნად შემოვიდნენ“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.



მისი თქმით, ამ გარემოებების დასაძლევად საქართველოს საზოგადოებაში დიდი ხანია მუსირებს აზრი, რომ საჭიროა კვოტირების, როგორც დროებითი წამახალისებელი ნორმის შემოღება.



„იმისთვის, რომ პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტში მიღწეული იქნას ქალების კიდევ უფრო მეტი ჩართულობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში არანაკლებ 30% -სა უნდა იყოს ქალი. სოციალური კვლევების შედეგებით, ჯგუფში გადაწყვეტილების მიღების დროს თუკი ქალთა რაოდენობა არ აღემატება 30%-ს მას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ჯგუფის საერთო გადაწყვეტილებაზე. ქალებს სჭირდებათ გარკვეულ ეტაპზე წამახალისებელი ნორმების შემოღება. იმისთვის რომ მაღალ დონეზე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება სრულად ასახავდეს საზოგადოების ინტერესებს, აუცილებელი და საჭიროა ქალები სათანადოდ იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გამოითქვა, საქართველოს პარლამენტის წევრის მოსაზრება დამსწრე საზოგადოების უმრავლესობამ გაიზიარა.



ფორუმის მონაწილეებმა რეკომენდაციები მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ გაძლიერდეს ქალთა კოალიციები და ქსელები.



„ქალთა მოძრაობის ერთსულოვანი დამოკიდებულება არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისთვის, რომ მოხდეს ქალთა უფრო მეტი ჩართულობა და თანაბარი მონაწილეობა პოლიტიკაში, ეკონომიკურ სფეროში და რაც შეიძლება შემცირდეს ის ძალადობის ფაქტები რომელსაც ადგილი აქვს თითქმის ყველა ქვეყანაში ქალების მიმართ“, - განაცხადა გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა.



ფორუმზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ პოლიტიკაში ქალთა თანაბარი ჩართულობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ლიდერის პოზიციას. ასევე, ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში თავის მხრივ, განპირობებულია იმაზე თუ რამდენადაა წარმოდგენილი ქალები ეკონომიკაში. ღონისძიების მსვლელობისას, აღნიშნა რომ ერთ-ერთი მთავარი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერებისთვის არის გენდერული განათლების დაწყება ჯერ კიდევ სკოლამდელი ასაკიდან, რადგანაც ის სტერეოტიპები, რაც არსებობს ქალისა და კაცის როლის შესახებ თითქმის ყველა საზოგადოებაში, საკმაოდ ხელისშემშლელია აქტიური პოლიტიკური მონაწილეობისათვის.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა