„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა, რომელზეც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული
შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითადი მიმართულება განვიხილეთ, ასევე იმ გლობალურ და რეგიონალურ გამოწვევებზე ვისაუბრეთ, რომელთან გამკლავებაც საქართველოს უხდება,“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოში ვიზიტით მყოფი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯონ ბოლტონთან შეხვედრის დასრულებისას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრის განცხადებით, უსაფრთოხების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე გამახვილდა. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ჩვენ სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ძალიან მკაფიო მხარდაჭერა გვაქვს და საკითხი აშშ-ის პოლიტიკის დღის წესრიგში მუდმივად დგას.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის მხარდაჭერა, შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება ამ სიტუაციიდან გამოსვლა, ყურადღება გავამახვილეთ იმ სამშვიდობო ინიციატივებზე რომელიც საქართველოს გააჩნია. ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობის მეტ ჩართულობაზე ვისაუბრეთ,“- აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მინისტრის განცხადებით, ჯონ ბოლტონთან შეხვედრაზე საუბარი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო. ამერიკელი პარტნიორების მხრიდან სრული მხარდაჭერა აღნიშნა, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევის თვალსაზრისით.
დავით ზალკალიანის განცახდებით, შეხვედრაზე ასევე ყურადღება საქართველოსა და აშშ-ის შორის პოლიტიკური, სამხედრო და უსაფრთოხების სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობაზე გამახვილდა. მან აღნიშნა, რომ წარმატებით სრულდება მემორანდუმი, რომელიც თავდაცვის და უსაფრთოხების სფეროში გვაქვს. ასევე, განაცხადა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ჩვენ აშშ-ის სრული მხარდაჭერა გვაქვს, რომელიც ნატო-შო ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა.
შეხვედრის შეფასებისას, დავით ზალკალიანმა ასევე განაცხადა, რომ ძალიან მაღლი შეფასება მიეცა საქართველოს კონტრიბუციას ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში, სადაც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ერთად გლობალური უსაფრთოხების და გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი შეაქვს.

















