logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი წამების, არაადამიანური მოპყრობის და სასჯელის პრევენციის ქვეკომიტეტი წევრად იქნა არჩეული
საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი წამების, არაადამიანური მოპყრობის და სასჯელის პრევენციის ქვეკომიტეტი წევრად იქნა არჩეული
20:39 25.10.2018
ჟენევაში წამების, სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის და სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ოქმის (OPCAT) წევრი ქვეყნების მე-7 შეხვედრაზე გაიმართა არცევნები, სადაც გაერო-ს შესაბამისი ქვეკომიტეტის წევრად (SPT) წევრად 2019-2022 წლების ვადით არჩეული იქნა საქართველოს მიერ წარდგენილი კანიდატი ნიკა კვარაცხელია.

საქართველოსთან ერთად, ქვეკომიტეტში 13 ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი იყო 19 ქვეყნის კანდიდატი.

საგარეო უწყების ინფორმაციით, წამების პრევენციის ქვეკომიტეტი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში შესაბამისი კომპეტენციის მქონე 25 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შედგება და ზედამხედველობას უწევს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმის განხორციელებას.

საქართველოს კანდიდატი ნიკა კვარაცხელია 2013 წლიდან მუშაობს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში, პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელად.

2014 წელს, მისი აქტიური ჩართულობით გახორციელდა ნაციონალური პრევენციის მექანიზმის რეფორმა. ნიკა კვარაცხელია აქტიურად მონაწილეობს წამების წინააღმდეგ მიმართულ გლობალურ კამპანიებში და ხელს უწყობს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავიმოპყრობის კონვენციის ფაკულტატური ოქმის (OPCAT) შესახებ ცნობიერების ამაღლებას. 2008 წლიდან ის მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში, ადამიანის უფლებათა დამცველად და წარმოადგენდა დაზარალებულებს ადგილობრივ და საერთაშორისო სასამართლოებში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა