logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ამ საპრეზიდენტო კამპანიას პირობითად შეიძლება ვუწოდოთ “სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ”
ირაკლი კობახიძე: ამ საპრეზიდენტო კამპანიას პირობითად შეიძლება ვუწოდოთ “სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ”
17:25 25.10.2018
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიისაგან მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული სტილის, ქართული ღირსებისთვის შესაფერისი საარჩევნო კამპანია წარმართა.

ეს განცხადება მან სპორტის სასახლეში, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრაზე გააკეთა.

„რამდენიმე დღეში დასრულდება საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია და საფუძველი ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას ჩაეყრება – სისტემას, სადაც პრეზიდენტი არის ზეპარტიული თანამდებობის პირი, ხიდი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ამ საპრეზიდენტო კამპანიას ჩვენ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ – სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტებს თავიდანვე შესთავაზა ევროპული სტილის საარჩევნო კამპანიის წარმართვა. თუმცა, ოპონენტების პასუხი იყო სრულიად არაევროპული და არაევროპულთან ერთად, არაქართული. ევროპელობა და ქართველობა გულისხმობს საკუთარი და სხვისი ღირსების პატივისცემას, სიმართლის პატივისცემას, ქალის პატივისცემას. ამის საპირისპიროდ, ჩვენ ამ ორი თვის განმავლობაში გვესმოდა და ვხედავდით სრულიად უღირს კამპანიას, სიყალბეს, აგრესიასა და სიძულვილს ოპონენტების მხრიდან. მხოლოდ ძლიერ ქალბატონს, როგორიც არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, შეეძლო, ასეთი ღირსებით და მოთმინებით ეპასუხა მისი ოპონენტების მორალური სისუსტისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 28 ოქტომბერს, სასწორის ორ მხარეს სიყალბე და სიმართლე, მძიმე წარსულში დაბრუნების სურვილი და უკეთესი მომავლისთვის განვითარება დგას.

„ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა წარმართა ჭეშმარიტად ევროპული სტილის, ქართული ღირსებისთვის შესაფერისი საარჩევნო კამპანია, რითაც საბოლოოდ დაამტკიცა, რომ ის იქნება ჩვენი ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი. 28 ოქტომბერს სასწორის ორ მხარეს დგას: სიყალბე და სიმართლე, საკუთარი დანაშაულის შენიღბვის სურვილით ნაკარნახევი აგრესია და სუფთა წარსულით გამყარებული ღირსება, ქვეყნის მიმართ უპასუხისმგებლობა და სამშობლოს სიყვარული, მძიმე წარსულში დაბრუნების სურვილი და განვითარება უკეთესი მომავლისათვის, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. 28 ოქტომბერს ჩვენ უნდა ავირჩიოთ სიმართლე, ღირსება, სამშობლოს სიყვარული, წინსვლა, „ქართული ოცნება“, სალომე ზურაბიშვილი. თქვენთან ერთად, ჩვენ აუცილებლად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ საპრეზიდენტო არჩევნებში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მომდევნო არჩევნებამდე ორი წელი ქვეყნისა და ხალხის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებას უნდა დაეთმოს.

„ამ არჩევნების შემდეგ, ორი წელი მომდევნო არჩევნებამდე ჩვენ უნდა დავუთმოთ იმ პრობლემების მოგვარებას და გამოწვევების დაძლევას, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე. საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება უნდა გახდეს არა მოდუნების მიზეზი, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის ჩვენი ძალისხმევის გაათკეცების საფუძველი. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და ამ პასუხისმგებლობას ჩვენ აუცილებლად პირნათლად შევასრულებთ. გისურვეთ წარმატებას. ვუსურვებ წარმატებებს საქართველოს მომავალ პრეზიდენტს – ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა