logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს
ირაკლი კობახიძე: ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს
16:43 25.10.2018
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას დიდ ყურადღებას უთმობს.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქვეყანაში პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარებას ხელი უნდა შეუწყონ.

„ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ურთიერთობას სამოქალაქო საზოგადოებასთან და თქვენ ხედავთ, რომ ამ კუთხით, ჩვენ 2012 წლიდან გვაქვს ძალიან დიდი წინსვლა და პროგრესი. მომავალშიც, რა თქმა უნდა, ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მუშაობას. არის, მხოლოდ და მხოლოდ, გარკვეული წითელი ხაზები, რომელთა დაცვასაც ჩვენ ვითხოვთ, რა თქმა უნდა, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. ეს წითელი ხაზები პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთანაა დაკავშირებული. ბუნებრივია, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ფაქტი, როდესაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ კამპანიაში მონაწილეობას იღებდნენ, რაც არის, რა თქმა უნდა, წითელი ხაზის გადაკვეთა. ეს არ ეხება მთლიანად სამოქალაქო სექტორს, მაგრამ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებ სეხება და ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრინციპების დაცვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ ზუსტად ის ორგანიზაციები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ პოლიტიკური კულტურის და სამოქალაქო კულტურის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიხსენა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადება, რომელიც მისი შეფასებით, „აბსოლუტურად ბოლშევიკური განცხადება“ იყო. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მმართველი გუნდი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან რეაქციას ითხოვდა, თუმცა ეს რეაქცია დღემდე არ ყოფილა.

„იქ იყო საუბარი ადამიანების განდევნაზე ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურის სფეროდან და ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვითხოვდით, რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქციას, თუმცა, ეს რეაქცია ჩვენ დღემდე ვერ ვნახეთ, რაც არის შემაშფოთებელი და სამწუხარო მოვლენა. ჩვენთვის მთავარია პრინციპების დაცვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, მთავარია მათი პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ყველანაირი აქტიური თანამშრომლობისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებთან”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები ორმაგი სტანდარტებით არ უნდა ხელმძღვანელობდნენ და პრინციპული დამოკიდებულება უნდა გამოავლინონ ისეთ საკითხებზე, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ მძიმე სახელმწიფოებრივ დანაშაულს უკავშირდება.

„როდესაც ოქუაშვილის კომიკური ჩანაწერები გამოქვეყნდა, მეორე დღეს გაკეთდა განცხადებები შინაარსთან დაკავშირებით, გახსოვთ, მძიმე და დრამატული განცხადებები, მაშინ, როდესაც რამდენიმე დღეში ყველა დარწმუნდა, რომ ეს იყო „ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას მხრიდან უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი და როდესაც გამოქვეყნდა ჩანაწერები პატარკაციშვილის საქმესთან დაკავშირებით, იქ აქცენტი გაკეთდა არა შინაარსზე, არამედ იმაზე, თუ როდის გამოქვეყნდა ეს ჩანაწერები. ასეთი ორმაგი სტანდარტებით, ბუნებრივია, არასამთავრობო ორგანიზაციები არ უნდა ხელმძღვანელობდნენ. მათ უნდა გამოავლინონ პრინციპული დამოკიდებულება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არის დაკავშირებული, ამ შემთხვევაში, ძალიან მძიმე, სახელმწიფოებრივ დანაშაულთან, რომელიც ჩაიდინა თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ხელისუფლებამ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ კვლევასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, დღეს სისტემურ გადაცდომებზე საუბარი გამორიცხულია და თუ არის რამე კონკრეტული გადაცდომა, მმართველ გუნდს აუცილებლად ექნება შესაბამისი რეაგირება.

„რაც შეეხება ზეწოლას, აქ არის ნულოვანი მდგომარეობა და მე არ ვიცი, ზუსტად რას გულისხმობენ ისინი ამაში. რაც შეეხება სხვა დარღვევებს, დარღვევები ყველა არჩევნებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში არის დამახასიათებელი, მთავარია, რომ ამან სისტემური ხასიათი არ შეიძინოს. ჩვენ გვახსოვს ვითარება 2012 წელს და უფრო მანამდეც, როდესაც სისტემური იყო ის დარღვევები, რომლებსაც ჩადიოდა მაშინ ხელისუფლება. დღეს გამორიცხულია საუბარი რაიმე სისტემურ დარღვევებზე, თუ არის კონკრეტული გადაცდომები, ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ ინფორმაცია, ვნახოთ კონკრეტული მტკიცებულებები და ამ შემთხვევაში, გვექნება აუცილებლად შესაბამისი რეაგირება. ვითხოვთ მტკიცებულებებს იმისთვის, რომ გვქონდეს რეაქცია ამაზე, რეაგირება ამაზე. გარწმუნებთ, რომ რეაგირება იქნება ადეკვატური და შესაბამისი”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა