logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით პარლამენტში ლექცია „კონკურენციის არსი და ფილოსოფია“ გაიმართა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით პარლამენტში ლექცია „კონკურენციის არსი და ფილოსოფია“ გაიმართა
16:29 25.10.2018
კონკურენციის არსსა და ფილოსოფიაზე, კონკრეტულად კი სოციალური ბაზრის ეკონომიკის ევროპული კონცეფციის, რეგულირებისა და კონკურენციის შესახებ ბიზნესის მართვისა და განათლების მიმართულების საერთაშორისო მაგისტრმა, კლაუს იურგენმა დღეს პარლამენტის წევრებისა და საჯარო მოხელეებისათვის გამართულ ლექციაზე ისაუბრა.

ექსპერტის თქმით, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული ბიზნესგარემო ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მან ისაუბრა იმის თაობაზე, რომ სწორად წარმართული კონკურენციის პოლიტიკის მეშვეობით საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდა ხდება. სწორედ თავისუფალი კონკურენცია განაპირობებს საქონლისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ფასების რეგულირებას, ხელს უწყობს სიახლეების დანერგვას და პროდუქტიულობის ამაღლებას.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროპული გამოცხდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

“დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი გამომდინარეობს ჩვენი კომიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანიდან, რომ მაქსიმალურად მკაფიო გახადოს ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა და დამოკიდებულება ზოგადად კონკურენციის მიმართ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილების გაზიარება. ქვეყნებისა, რომლებიც მკაფიოდ საბაზრო ორიენტაციის მატარებლები არიან. გავიგოთ როგორ რეგულირდება იქ კონკურენციასთან დაკავშირებული საკითხები, როგორია იქ არსებული სააგენტოების ფუნქციები, მათი დამოკიდებულება კონკურენციასთან დაკავშირებული პრობლემების მიმართ. ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით მოწვეული ექსპერტისგან ამ მიმართულებით მიღებული ინფორმაცია ჩვენ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

ღონისძიება ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის დახმარებით გაიმართა. ლექციას პარალამენტის წევრები, საჯარო მოხელეები, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა