საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი ეგვიპტის არაბთა
რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს, ქარიმ აბდელ დარვიშს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ეგვიპტესა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების და ურთიერთსასარგებლო კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას გაესვა ხაზი. ასევე, ყურადღება ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე გამახვილდა.
ქარიმ აბდელ დარვიშმა განაცხადა, რომ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის დღის წესრიგში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ფორმირება პრიორიტეტთა სიაშია და ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
მხარეებმა მზაობა გამოხატეს, რომ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განსავითარებლად მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ.
შეხვედრას ასევე, ეგვიპტის პარლამენტის წევრები სალაჰ შავკი ოკელი და ტარეკ ელ ხოული ესწრებოდნენ.

















