logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ყველა მშვიდობიან ხერხს, გზასა და საერთაშორისო მექანიზმს გამოვიყენებთ
მამუკა ბახტაძე: ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ყველა მშვიდობიან ხერხს, გზასა და საერთაშორისო მექანიზმს გამოვიყენებთ
15:52 25.10.2018
პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მმართველი პარტია არ დაუშვებს მიდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ დისონანსი შეიტანოს.

ეს განცხადება მან მმართველი პარტიისაგან მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ცერემონიაზე გააკეთა.

პრემიერ-მინისტრის თქმითვე, მმართველი პარტია საქართველოს დეოკუპაციისთვის ყველა მშვიდობიან ხელხს, გზასა და საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებს.

“მინდა, შევუერთდე იმ სულისკვეთებას, რომელიც ამ დარბაზშია, და კიდევ ერთხელ, თქვენთან ერთად გავუსვა ხაზი ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის უპირატესობას, როგორც პრეზიდენტობის ყველაზე სასურველი კანდიდატისა. ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის საგარეო-პოლიტიკური ვექტორი ქართველი ხალხის ისტორიულ ნებას, იყოს ევროპის ნაწილი სრულად ემთხვევა და ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს ჩვენი მსოფლმხედველობრივი ერთობაა ევროპასთან, ეს არის ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ, უსაფრთხოებისკენ, მეტი შესაძლებლობებისკენ. ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. სწორედ ამ გეზის გამტარებელი იქნება ჩვენ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ის იქნება საქართველოს ევროპაში და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტი. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების აგრესიული, დესტრუქციული და შეურაცხმყოფელი რიტორიკის მიუხედავად, ქალბატონმა სალომემ ამომრჩეველს ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანია შესთავაზა, რაც იყო კიდეც ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და სურვილი.

მინდა აღვნიშნო რომ ჩვენ არ დავუშვებთ საარჩევო პროცესში რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ დისონანსი შეიტანოს. მით უმეტეს, ძალამ, რომელმაც ასეთი ტკივილი მოუტანა საქართველოს.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა გუნდმა საქართველოში ახალი პოლიტიკური სტანდარტი დაამკვიდრა – ყველა არჩევნებზე ჩვენმა ქვეყანამ ევროპული და დემოკრატიული ღირებულებებისადმი თავისი ერთგულება დაადასტურა. ყველა არჩევნები, რომლებიც ჩავატარეთ, გამორჩეული იყო თავისუფალი საარჩევნო გარემოს, გამჭვირვალობისა და დემოკრატიულობის თვალსაზრისით. ასე აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები და, რაც მთავარია, ჩვენს ხალხს აქვს არჩევნების შედეგებისადმი მაქსიმალური ნდობა. დღეს ჩვენი ქვეყანა ისევ საარჩევნო რეჟიმშია, წინ საპრეზიდენტო არჩევნები გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნებიც ისეთივე დემოკრატიული, ისეთივე თავისუფალი იქნება, როგორიც ყველა წინა არჩევნები იყო. ეს არის ჩვენი ხელისუფლების, ქართული ოცნების მტკიცე პოლიტიკური ნება. წინასაარჩევნოდ ჩვენ შევქმენით ყველა პირობა იმისათვის, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს თანაბარი საარჩევნო გარემო ჰქონოდათ. ჩვენ ამომრჩევლებს შევუქმენით თავისუფალი არჩევანის პირობები, ვიცავთ და ვუფრთხილდებით თითოეული ამომრჩევლის ხმას და პატივს ვცემთ თითოეული მოქალაქის არჩევანს. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვერ ვატარებთ არჩევნებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, მაგრამ ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მშვიდობიან ხერხს, ყველა გზასა და საერთაშორისო მექანიზმს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის. მე მწამს, რომ მხოლოდ მშვიდობით და საქართველოს განვითარებით აუცილებლად დადგება დრო და ჩვენი სამშობლო ისევ იქნება ერთიანი და ძლიერი.

სწორედ ერთიანი საქართველოსთვის გვჭირდება ევრიპული ტიპის ლიდერი, უპარტიო, საზოგადოების გამაერთიანებელი პრეზიდენტი, სწორედ ისეთი, როგორიც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილია.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი ღირსეულ და დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. მინდა ვუსურვო ქალბატონ სალომეს გამარჯვება ამ ბრძოლაში. ასევე მინდა მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, ყველას, ვისთვისაც ღირებულია ევროპული არჩევანი, ქართული ტრადიციები და ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა, ხმა მიეცით სალომე ზურაბიშვილს, შემოხაზეთ ნომერი 48,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა