logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის მეორე შეხვედრა გაიმართა
საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის მეორე შეხვედრა გაიმართა
13:23 25.10.2018
ბრიუსელში უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ევროკავშირის მხრიდან საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, ჟან-კრისტოფ ბელიარი, ხოლო ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი უძღვებოდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საგარეო პოლიტიკის საკითხების ფართო სპექტრზე, რეგიონში არსებული ვითარების და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები მიმოიხილეს. მხარეებმა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობა განიხილეს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების განხორციელების საკითხი.

შეხვედრაზე განხილული იქნა ენერგოუსაფრთხოების, რადიკალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ძალადობრივი ექსტრიმიზმის და ჰიბრიდული საფრთხეებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხები. ევროკავშირის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს გააცნეს უსაფრთხოების სფეროში დახმარების მომავალი გეგმები. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს წვლილი ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში, ევროკავშირის ეგიდით განხორციელებულ ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის ჩათვლით, და განიხილეს ამ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზები.

უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეორე შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ორივე მხარის მჭიდრო თანამშრომლობის ძლიერი ინტერესი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად.

,,შეხვედრამ კარგი შესაძლებლობა მოგვცა, განგვეხილა მსოფლიოში არსებული ვითარება, ასევე შეგვეჯამებინა უსაფრთხოების მიმართულებით საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ფარგლებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაო. ევროკავშირი აფასებს საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაში, რასაც ადასტურებს საქართველოს აქტიური მონაწილეობა ევროკავშირის კრიზისის მართვის მისიებსა და ოპერაციებში. ევროკავშირი მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით ერთგულად აგრძელებს ჩართულობას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიზნით” - განაცხადა გენერალური მდივნის მოადგილემ ჟან-კრისტოფ ბელიარმა.

,,უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძალზედ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ამ თანამშრომლობის მიზანია პოლიტიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის დაახლოების ხელშეწყობა იმისათვის, რომ უკეთ გავუმკლავდეთ ჩვენს საერთო საფრთხეებსა და გამოწვევებს. ევროკავშირს მნიშვნლოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეობითა და არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებით. თავის მხრივ, საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ მოკავშირედ ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში”- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა.

საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი მოიცავს საერთო ინტერესების საკითხებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ჩათვლით. უსაფრთხოების საკითხებზე რიგით მეოთხე შეხვედრა 2018 წლის 23 ოქტომბერს გაიმართა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა