logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზვიად აბაშიძე: პრეზიდენტობის ორი კანდიდატი, მესამე კანდიდატის მიმართ კითხვების დასმით იყო დაკავებული
ზვიად აბაშიძე: პრეზიდენტობის ორი კანდიდატი, მესამე კანდიდატის მიმართ კითხვების დასმით იყო დაკავებული
12:46 25.10.2018
ანალიტიკოს ზვიად აბაშიძის აზრით, გუშინდელი დებატები ამომრჩევლის განწყობებს ვერ შეცვლის, რადგან საპრეზიდენტო კანდიდატებს საზოგადოებისთვის რაიმე სიახლე არ შეუთავაზებიათ. აბაშიძის თქმით, ამ დებატებით გაუგებარი დარჩა რა განსხვავებაა ორი კანდიდატის, ვაშაძისა და ბაქრაძის პროგრამებსა და შეხედულებებს შორის. მით უფრო, რომ ორივე მათგანი მთელი დებატების მანძილზე მხოლოდ ზურაბიშვილისადმი კითხვების დასმით იყო დაკავებული და ერთმანეთის მიმართ შეკითხვები არ გასჩენიათ.

რაც შეეხება ცალკეულ კანდიდატებს, ზვიად აბაშიძის აზრით, გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი თავი უფრო ფართო სპექტრის რეფორმატორად წარმოაჩინა, რომელიც სამომავლოდ, არა მარტო ზოგადი სამართლიანობის მებაირახტე იქნება, არამედ დიდ როლს შეასრულების სოციალური საკითხების გარკვეული ნაწილის რეფორმიების საკითხში.

„ვაშაძე აშკარად გადის ახალი პრეზიდენტის კომპეტენციებიდან, რადგან ახალი კონსტიტუციით მას არავითარი საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ აქვს. ამასთან, განაცხადი იმის შესახებ, რომ ის შეიწყალებს წინა მთავრობის წარმომადგენლებს და ხელს შეუწყობს მიხეილ სააკავშილის საქართველოში დაბრუნებას, მისი მთავარი სათქმელია და სოციალური საკითხები ზოგადი პოპულარობისთვის სჭირდება,“- განაცხადა ზვიად აბაშიძემ.

ანალიტიკოსის შეფასებით, რთული იყო იმის განსაზღვრა რის თქმა სურდა დავით ბაქრაძეს, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიმართ კითხვების დასმით იყო დაკავებული და ცდილობდა თავი ნეიტრალურ ფიგურად წარმოეჩინა.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ზვიად აბაშიძის მოსაზრებით, სალომე ზურაბიშვილი დებატების მსვლელობისას, პრეზიდენტის ახალ უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს აცნობიერებდა, ცდილობდა მისი კომპეტენციის გარეთ არ გასულიყო და მესიჯები გასაგები და კონკრეტული ყოფილიყო.
„სალომე ზურაბიშვილის მთავარი სათქმელი იყო ის, რომ მომავალი პრეზიდენტი უნდა ჩაჯდეს ახალ სამართლებრივ ჩარჩოებში, რომელიც მას არ აძლევს ფართო პოლიტიკური პროექტების და რეფორმების განხორციელების უფლებას. ზურაბიშვილის მესიჯები გასაგები და კონკრეტული იყო. მაგალითად, საზოგადოებრივ საჭიროებებზე მომუშავე საბჭოების შექმნა, უფრო მომთხოვნი დამოკიდებულება ევროკავშირისა და ნატოს მიმართ და მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებული ფენის ქომაგობა,“ - განაცხადა ზვიად აბაშიძემ.

მისივე თქმით, ზურაბიშილის განცხადება, რომ პრეზიდენტი უფრო საზოგადობრივი წარმომადგენლობითი პირია, ვიდრე პოლიტიკურად პოლიტიკური, იმის დასტურია რომ ის, პრეზიდენტის ახალ უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს აცნობიერებდა და ცდილობდა მისი კომპეტენციის გარეთ არ გასულიყო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა