„პოლონეთი საქართველოს ყველა მიმართულებით უჭერს მხარს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების
ფარგლებში. შეგახსენებთ, რომ ამა წლის 10 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ კონსულტაციები გამართა, სადაც პოლონურმა მხარემაც მიიღო მონაწილეობა და ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, იმისა თუ რატომაც იყო წარმოდგენილი პოლონეთი კონსულტაციებში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 10 წლისთავის საკითხი გახლდათ,“ - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ მედია ბრიფინგზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სიტყვით გამოსვლისას პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, ასევე, ქვეყნებს შორის ორმხრივ თანამშრომლობას, განსაკუთრებით კი საკანონმდებლო ორგანოების დონეზე.
„მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დღეს პოლონეთის სეიმმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 10 წლისთავთან დაკავშირებულ მოვლენებს ეძღვნება. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისას პოლონეთის იმდროინდელი პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი თბილისს ეწვია და საქართველოსმხარდაჭერა გამოუცხადა“ - განაცხადა იაცეკ ჩაპუტოვიჩიმ.

















