logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სალომე ზურაბიშვილი: ზოგიერთები 29 ოქტომბერს აპირებენ, ჩემი გადადგომა მოითხოვონ, იმდენად დარწმუნებული არიან, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებ
სალომე ზურაბიშვილი: ზოგიერთები 29 ოქტომბერს აპირებენ, ჩემი გადადგომა მოითხოვონ, იმდენად დარწმუნებული არიან, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებ
09:25 25.10.2018
"ამ პატარა ქვეყნისთვის საზოგადოებრივი გაერთიანება არის აუცილებელი, რათა მივაღწიოთ ყველაფერს, რაც გვინდა, ეს იქნება ნატო-სა და ევროკავშირში შესვლა თუ ქვეყნის განვითარება," – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველ არხზე, გადაცემაში „დებატები 2018“ შემაჯამებელი გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უნდა დასრულდეს სიძულვილი და პოლარიზაცია, რაც ქვეყნისთვის ძალიან დამანგრეველია.

„როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე გავიმარჯვე, რადგან როგორც ზოგიერთები სოციალურ ქსელებში აცხადებენ, 29-ში გამოდიან, რომ ჩემი გადადგომა მოითხოვონ, იმდენად დარწმუნებული არიან არამხოლოდ გამარჯვებაში, არამედ იმაში, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებ.

აქ წარსულზე საუბრობდნენ, სწორედ წარსულში არ უნდა დავბრუნდეთ, არ უნდა დავბრუნდეთ იმ დაპირისპირებაში, რომელიც იყო და, რომელიც საარჩევნო კამპანიიდან ჩანდა, თუმცა არა ჩემგან. მე პირადად ერთი სიტყვაც არ მითქვამს, მაგრამ აღარ ვიტყვი, რა თქვეს, თქვენმა პარტიიდან ბატონმა უგულავამ და სხვებმა, მგონი, ეს ყველამ კარგად იცის.
უნდა დავასრულეთ ეს სიძულვილი, რომელიც არსებობს ქვეყანაში, ასევე პოლარიზაცია, რაც არის ძალიან დამანგრეველი, უნდა გადავიდეთ გაერთიანებულ საზოგადოებაზე. შეიძლება პარტიებმა განაგრძონ თავიანთი პოლიტიკური ქიშპობა, ეს ალბათ ასე იქნება, მაგრამ ამ პატარა ქვეყნისთვის საზოგადოებრივი გაერთიანება არის აუცილებელი, რათა მივაღწიოთ ყველაფერს, რაც გვინდა, ეს იქნება ნატო-სა და ევროკავშირში შესვლა თუ ქვეყნის განვითარება.

ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონების განვითარებას, ეს იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი. მე დავპირდი ხალხს, რომ არა მხოლოდ მოვივლიდი და მოვიარე საქართველო და რეგიონები, არამედ დავპირდი, რომ ჩავალ და არ ვიქნები ჩამჯდარი სადღაც სასახლეში.
რეგიონებიდან უნდა მოვიფიქროთ, რა არის განვითარების ახალი ფორმები, ახალი მიმართულებები.

ადმინისტრაციაში მეყოლება სამი საბჭო, ერთი იქნება დაუცველი ფენების, შშმ პირების საბჭო, მეორე – სამხედრო ექსპერტთა საბჭო, რათა არ დაგვავიწყდეს რომ პრეზიდენტი მთავარსარდალია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა