logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სალომე ზურაბიშვილი: გარიგებაში არავისთან ვყოფილვარ
სალომე ზურაბიშვილი: გარიგებაში არავისთან ვყოფილვარ
01:10 25.10.2018
"ვინც დღეს ამბობს, რომ შეიძლება არ ვიყო დამოუკიდებელი, არიან ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, რომ იმდენად დამოუკიდებელი ვარ, რომ ალბათ „ქართული ოცნებაც“ ვერ მმართავს," – ასე უპასუხა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა „დებატები 2018“-ის წამყვანის კითხვას, რამდენად შეძლებს, იყოს ზეპარტიული პრეზიდენტი იმ ფონზე, როცა ხელისუფლების მიერ არის მხარდაჭერილი.
„ვარ დამოუკიდებელი და ვინც დღეს ამბობს, რომ შეიძლება არ ვიყო დამოუკიდებელი, არიან ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, რომ იმდენად დამოუკიდებელი და უმართავი ვარ, რომ ალბათ ვერავინ მმართავს, თუნდაც „ქართული ოცნება“. ჩემი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი არგუმენტი, რის გამოც ხელისუფლებას ჩემთვის მხარი არ უნდა დაეჭირა.

მე დავიბადე დამოუკიდებელი, ვიყავი დამოუკიდებელი ყველა ჩემს ფუნქციაში, რომელსაც ვასრულებდი, თუნდაც ბოლოს, როცა ვიყავი დამოუკიდებელი პარლამენტარი. ასევე, როცა მქონდა ჩემი პარტია.

მე მგონი კარგად მესმის რას ნიშნავს ზეპარტიულობა. მე დღეს არ ვეკუთვნი არც ერთ პარტიას, ვარ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი, რისთვისაც მადლობელი ვარ, მაგრამ არ ვარ ვინმეს კუთვნილება. მიმაჩნია, რომ ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი საინტერესოა იმ მხრივ, რომ მას აქვს ძალაუფლების ნაკლები ბერკეტები, მაგრამ საზოგადოებრივი კუთხით აქვს უფრო ბევრი სფერო. ამიტომ ვთქვი, რომ ეს პრეზიდენტი იქნება საზოგადოების წარმომადგენელი და საზოგადოებრივ პრობლემებზე მომუშავე. ახალი პრეზიდენტი ნაკლებად იქნება ჩართული პარტიულ პოლიტიკასა და იმ დაპირისპირებაში, რომელიც არ ვიცი, როგორ გაგრძელდება, მაგრამ ეს ნაკლებად არის ჩემი საქმე. ესენი დღეს ამბობენ, მე ვამბობ პირველი დღიდან, ამიტომ შევთავაზე ღია და ევროპული კამპანია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„დებატები 2018“-ის წამყვანის კითხვაზე, რა არის ის იდეალი, რის გამოც შესაძლოა, ხელისუფლებას დაუპირისპირდეს, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ეს შეიძლება იყოს ყველა ის პრინციპი, რომელიც ეხება დემოკრატიას და საქართველოსმთავარ ორიენტირებს.
„ეს შეიძლება იყოს ბევრი პრინციპი, მათ შორის ის წითელი ხაზები, რომლითაც მოვდივარ ჩემი წარსულიდან გამომდინარე. ესენია მთელი რიგი პრინციპები, რომლებიც ეხება დემოკრატიას, ძირითად უფლებებს, საქართველოს მთავარ ორიენტაციებს, ეს არის ყველაფერი, რაც არასდროს დამითმია და, რასაც არ დავთმობ დღეს და ხვალაც“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, რომ არსებობს საფუძველი, პრეზიდენტობის 25 კანდიდატიდან ის ყველაზე კომფორტული იქნება ხელისუფლებისთვის, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, სხვა კანდიდატები უფრო კომფორტული ყოფილიყვნენ მთავრობისთვის.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ იმ 25 კანდიდატიდან ვინმე ბევრად უფრო კომფორტული არ იქნებოდა, ჩვენ ვიცით ამ ადამიანების წარსული. მე ვარ ალბათ ის ადამიანი, რომელიც ეკუთვნოდა მხოლოდ თავის პარტიას, არავისთან არ ვყოფილვარ გარიგებაში, როცა სააკაშვილთან მქონდა გარკვეული წინააღმდეგობა, გზები გაიყარა, თუმცა ვიყავი მისი მოყვანილი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა