logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სალომე ზურაბიშვილი: ჩემი მთავარი იდეაა, დასრულდეს ის საბჭოთა წყობა, რომელშიც ზოგ-ზოგიერთები დღესაც კარგად გრძნობენ თავს
სალომე ზურაბიშვილი: ჩემი მთავარი იდეაა, დასრულდეს ის საბჭოთა წყობა, რომელშიც ზოგ-ზოგიერთები დღესაც კარგად გრძნობენ თავს
01:06 25.10.2018
"საქართველო არც ისე ცუდად არის, ჩვენი თავის უნდა გვჯეროდეს. არ შეიძლება, მუდამ ვიყოთ იმის ფიქრში, რა გვეშველება, რა მეშველება," – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, რა არის ის ყველაზე მთავარი იდეა, რომლის აღსრულებისთვისაც საკუთარ თავს სთავაზობს ქართველ ამომრჩეველს, როგორც პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი იდეა არის, დასრულდეს ის საბჭოთა წყობა, რომელშიც ზოგ-ზოგიერთები კარგად გრძნობდნენ თავს. პოსტპოსტსაბჭოთა სისტემა უნდა დასრულდეს თავისი ფარული ჩანაწერებით, სიძულვილით, ერთმანეთის დასმენითა და გაუთავებელი შურისძიებით.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, პრეზიდენტი არ არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი, პოლიტიკური ძალის ლიდერი, ის არის საზოგადოების წარმომადგენელი და საზოგადოების ლიდერი.

„ჩემი მთავარი იდეაა, რომ საქართველო არც ისე ცუდად არის. ჩვენი თავის უნდა გვჯეროდეს. არ შეიძლება, მუდამ ვიყოთ იმის ფიქრში, რა გვეშველება, რა მეშველება. შევაბიჯეთ 21-ე საუკუნეში. სამოქალაქო საზოგადოება ბოლოს და ბოლოს უნდა ჩამოყალიბდეს და ამაში პრეზიდენტს ექნება ძალიან დიდი დანიშნულება. პრეზიდენტი არ არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი, პოლიტიკური ძალის ლიდერი, არის საზოგადოების წარმომადგენელი და საზოგადოების ლიდერი. მასთან ერთად საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს, თავის უფლებები უნდა დაიცვას და ეს არის მთავარი ევროპული გეზი. დასრულება იმ ერთი საუკუნის, იმ საბჭოთა წყობის, რომელშიც ზოგ-ზოგიერთები კარგად გრძნობდნენ თავს, ერთი საუკუნე გავიდა და პოსტპოსტსაბჭოთა სისტემა უნდა დასრულდეს, თავისი ფარული ჩანაწერებით, სიძულვილით, ერთმანეთის დასმენითა და გაუთავებელი შურისძიებით. არ გვინდა წარსულში დაბრუნება, არავის დაბრუნება არ გვინდა, გვინდა დამშვიდებული და ახალი საზოგადოება, რომელიც თავის დაუცველ ფენებს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს. ვიქნები ის ქალი პრეზიდენტი, რომელიც იზრუნებს იმ ფენებისთვის, რომლებიც დღეს არიან გაჭირვებაში, სჭირდებათ მეტი ყურადღება და სახელმწიფო რესურსების მათზე გადანაწილება. ეს იქნება ჩემი ევროპული საქართველო ხვალინდელი დღის, ჩემი ქართული საქართველო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა