logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პოლონეთის სეიმმა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
პოლონეთის სეიმმა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
17:37 24.10.2018
პოლონეთის რესპუბლიკის სეიმმა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ამის შესახებ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარემ მარეკ კუხჩინსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრისას განაცხადა. სეიმის მარშალმა მინისტრს სეიმის მიერ მიღებული რეზოლუცია გადასცა და ხაზი გაუსვა პოლონეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

სეიმის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ პოლონეთი გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს მიმართ განხორციელებულ აგრესიას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გატაცებების, მკვლელობის და მათ წინააღმდეგ განხორციელებულ სხვა ძალადობრივ აქტებს.

„გვამოძრავებს რა პოლონელ და ქართველ ერებს შორის სოლიდარობის სულისკვეთება, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმს სურს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული შეიარაღებული აგრესიის მე-10 წლისთავზე ტრაგიკული მოვლენების გახსენება.

პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი იხსენებს რა, ომის შემდგომი ევროპის ისტორიაში, პირველად, სუვერენულ სახელმწიფოზე, მეზობელი ქვეყნის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიასა და მისი ტერიტორიების ოკუპაციას, რომელიც დღემდე გრძელდება, ისევე როგორც გარდაცვლილი პოლონეთისრესპუბლიკის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ისტორიულ ვიზიტს თბილისში 2008 წლის 12 აგვისტოს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდასაჭერადუპრეცედენტო გამოხატულება გახლდათ.

პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი ეწინააღმდეგება ყველა იმ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს ჩაერიოს ოფიციალური თბილისის სუვერენულ უფლებაში, განახორციელოს ხელისუფლება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და მკაცრად გმობს საქართველოს მოქალაქეების მიმართ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ მკვლელობების, გატაცებების, წამების ფაქტებს და სხვა ძალადობის აქტებს“- ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის სეიმის მარშალს პოლონეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად, განსაკუთრებით კი საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან გრძნობდა.

მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობას საპარლამენტო დონეზე, რისი გამოხატულებაც არის ორი ქვეყნის საპარლამენტო ასამბლეის დაფუძნება, რომელსაც ხელი მოეწერება თბილისში, ნოემბრის დასაწყისში პოლონეთის სეიმის მარშალის საქართველოში ვიზიტის დროს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა