logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ევროინტეგრაცია სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში და სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიული საზოგადოების შექმნაში გვეხმარება
დავით ზალკალიანი: ევროინტეგრაცია სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში და სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიული საზოგადოების შექმნაში გვეხმარება
15:55 24.10.2018
საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისპროცესზე, როგორც მთავარ ქვაკუთხედზე საქართველოს განვითარების, ასევე რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე ისაუბრა , სადაც პოლონეთის, ლიეტუვის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მინისტრების სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროპის უსაფრთხოებასა და აღმოსავლეთ სამეზობლოში არსებულ ვითარებას შეეხებოდა.

ევროპის უსაფრთხოებასა და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ პოლიტიკაზე საუბრისას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფორუმის მონაწილეებთან 2008 წელს მოსკოვის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შესახებ ისაუბრა, რომელიც დღემდე გრძელდება. მისი განცხადებით რუსეთი ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობა შეაგუოს ე.წ. ახალ რეალობას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების სახით, რაც დაუშვებელია.

„სამწუხაროდ, ეს ოკუპაცია კვლავ გრძელდება, ჩვენს თვალწინ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტიური ანექსიის პროცესი მიმდინარეობს და ახალი ნარატივი გვესმის, რომლის გავრცელებასაც რუსეთი ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობაში, რომ საქართველო სხვაა, რომ ის არ არის უკრაინა და რომ, მათი გადმოსახედიდან, ხდება ახალი რეალობაა ის რაც საქართველოში, ახალი რეალობა არის თითქოს ის, რომ ორი ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფო - ცხინვალი და აფხაზეთი არსებობს, ხოლო მათი რჩევა ქართველებისთვის არის ის, რომ ისინი უკეთ ამ ახალ რეალობას შეეწყონ , ამ ახალ რეალობასთან ერთად იცხოვრონ. მაგრამ ამასთან შეგუება დაუშვებელია, პირველ რიგში, ჩვენი, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ჩვენ - საერთაშორისო საზოგადოებამ თვალი რუსეთის მიერ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე არ უნდა დავხუჭოთ “ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთი სამხედრო ბაზებისა და სამხედრო ტექნიკის სახით ზრდის შეიარაღებას, რაც მთლიანად რეგიონს საფრთხეს უქმნის, განსაკუთრებით კი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით საქართველოს პასუხი ოკუპაციაზე სამშვიდობო პოლიტიკა არის, და ის სამშვიდობო ინიციატივები, რაც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობისთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებული მიღწევებისა და შესაძლებლობების გაზიარებას ემსახურება.

დავით ზალკალიანმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი ქვეყნის განვითარების მთავარ მიმართებად დაასახელა და აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და ნატოში საქართველოს სრულფასოვანი წევრობისკენ მისწრაფება გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით და ასახულია მთავრობის პროგრამაში 5 მთავარ პრიორიტეტს შორის.

„ევროპაში ინტეგრაციის პროცესი არის მართლაც საინტერესო და სარგებლის მომტანი. ჩვენ გვესმის, რომ 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, არ წარმოადგენს გაწევრიანების შეთანხმებას. უფრო მეტად, ეს არის შეთანხმება, რომელიც ევროპასთან საქართველოს თანმიმდევრულ ეკონომიკურ დაპოლიტიკურ ასოცირებას ითვალისწინებს, მაგრამ ეს პროცესი ჩვენ გვეხმარება სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში, რათა შევქმნათ სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიული საზოგადოება, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია, სადაც ეროვნულ უმცირესობათა უფლებები დაცულია, ქვეყანა ავაშენოთ, რომელიც კორუფციას ებრძვის და სწორედ ეს არის ჩვენი შეთავაზება, ევროპეიზაციის პროცესი არის სწორედ ის, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს რასაც ვთავაზობთ “- განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრმა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს და ძალისხმევის ამ გზას ხაზი გაუსვა და განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, როდესაც ამ ინიციატივაში ჩართული ქვეყნების მისწრაფებებსა და შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, აუცილებელია დიფერენცირებული მიდგომის პრინციპის გამოყენება.

„სხვადასხვა ქვეყანას ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის სხვადასხვა დონე აქვს. როგორც მოგეხსენებათ არსებობს აღმოსავლეთ პარტნიორობის შესანიშნავი ფორმატი, ახლახან შედგა ჩვენი შეხვედრა ლუქსემბურგში, სადაც ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ცხრაწლიანი მუშაობის შედეგები შევაჯამეთ, 2019 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან 10 წლისთავი აღინიშნება, ერთი რამ ცხადია, აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვადასხვა ქვეყნები ინტეგრაციის განსხვავებულ დონეს ავლენენ. დიფერენცირების პრინციპი უნდა შენარჩუნდეს“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ენერგო უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ენერგო წყაროების დივერსიფიკაციის პროცესში. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა მეტი ფოკუსი მოახდინოს რეგიონზე და გამოიყენოს ის შესაძლებლობები რასაც როგორც საქართველო, ასევე აღმოსავლეთით ცენტრალური აზიის ქვეყნები სთავაზობენ.

„ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა უფრო მეტი კონცენტრაცია უნდა მოახდინონ რეგიონზე. ფაქტია, რომ საქართველო მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაა, რომელსაც საკვანძო გეო-პოლიტიკური ადგილმდებარეობა უკავია. საქართველოს ტერიტორიის გავლით, ბევრი მასშტაბური სტრატეგიული ენერგო-პროექტი ხორციელდება. საქართველო კასპიის ნავთობითა და გაზით მდიდარ რეგიონს ევროპასთან აკავშირებს. მართლაც მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხრიდან რეგიონის ქვეყნებთან ჩართულობის გაძლიერება. საქართველო ასრულებს კარიბჭის როლს რვა გასასვლელის არმქონე ქვეყნისთვის. ევროკავშირის მხრიდან ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩართულობის გაძლიერებას მართლაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება“-განაცხადა მინისტრმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე მინისტრების სესიზე მონაწილეობისას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა