logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფიო ქაცარავა: იმისთვის, რომ ევროპამ მდგრადობის შენარჩუნება შეძლოს, აუცილებელია ტრანსატლანტიკური ერთობა
სოფიო ქაცარავა: იმისთვის, რომ ევროპამ მდგრადობის შენარჩუნება შეძლოს, აუცილებელია ტრანსატლანტიკური ერთობა
15:18 24.10.2018
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ვარშავის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციის პანელში, რომელიც ევროპის მთლიანობისა და თავისუფლების საკითხებს ეხებოდა, სოფიო ქაცარავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა. მან გამოსვლისას ხაზი გაუსვა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა ტრანსატლანტიკური ერთობის ფორმირება.

„იმისთვის, რომ ევროპამ მდგრადობის შენარჩუნება შეძლოს, აუცილებელია ტრანსატლანტიკური ერთობა და ისეთი ნაბიჯების გადადგმა, როგორიცაა ევროკავშირის და ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, ევროპის კონფლიქტების გადაჭრა და დეზინფორმაციის აღმოფხვრა. არავის აქვს უფლება გავლენა იქონიოს ნატო-ს გადაწყვეტილებაზე სანდო პარტნიორის ინტეგრაციის შესახებ. 10 წელი გავიდა რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ, რამაც შედეგად გამოიღო ოკუპირებული ტერიტორიები, უდანაშაულო ხალხის სიკვდილი და 300 000 იძულებით გადაადგილებული პირის დღევანდელი სტატუსი. საქართველოს ძალისხმევასთან ერთად, სამშვიდობო პოლიტიკა გავატაროთ, გვაქვს მოლოდინი, რომ ტრანსატლანტიკური საზოგადოება ევროპის კონფლიქტების მოსაგვარებლად მხარდაჭერას გააძლიერებს, რადგან ეს უკვე მხოლოდ საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას არ ეხება, აქ ევროპის უსაფრთხოების საკითხი დგას", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ასევე, ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ, რომლის წინაშეც ტრანსატლანტიკური საზოგადოება დგას, რაც დეზინფორმაციისა და პროპაგანდის სახით ლიბერალურ ღირებულებებს და დემოკრატიის პრინციპებს თავს ესხმის.


მან ასევე, ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის, შიდა რეფორმებისა და მოსახლეობის არჩევანის შესახებ ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ.

ვარშავის უსაფრთხოების კონფერენციაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან მაღალი დონის პოლიტიკური პირები მონაწილეობენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა