logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკა ბესელია: ეს იყო ლიდერის ძალიან დროული და საჭირო გამოსვლა, რომელმაც საზოგადოებას სიმართლე და სიცრუე ნათლად დაანახა
ეკა ბესელია: ეს იყო ლიდერის ძალიან დროული და საჭირო გამოსვლა, რომელმაც საზოგადოებას სიმართლე და სიცრუე ნათლად დაანახა
12:55 24.10.2018
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პარტია „ქართულიო ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ შეაფასა. ეკა ბესელიას თქმით, მისთვის მთავარი იყო ის აქცენტები, რომელიც სამომავლო სამოქმედო გეგმას ეხება და გუნდში გარკვეული პიროვნებების უფრო წამოწევას და თვითრეალიზებას გულისხმობს.


„ვფიქრობ, რომ ეს იყო ლიდერის ძალიან გაბედული, ძალიან მნიშვნელოვანი, დროული და საჭირო გამოსვლა, რომელმაც საზოგადოებას სიმართლე და სიცრუე დაანახა, აჩვენა თეთრი და შავი, აჩვენა რა არის დღეს რეალობა. ამ რეალობაში საჭიროა ძალიან კრიტიკული და სწორი ანალიზი. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ღიად და გაბედულად მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ რა სჭირდება დღეს საზოგადოებას და როგორი არ უნდა იყოს დღეს მედია. დღეს საზოგადოებას ძლიერი მაკონტროლებელი სჭირდება. ეს სჭირდება ხელისუფლებასაც, თუმცა არავის არ სჭირდება სიცრუე და წარსულში არსებული ძალიან უმსგავსო მეთოდების გამოყენება, რაც ჩვენ დავასრულეთ 2012 წელს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო მომავლის გზავნილი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში. ვგულისხომობ იმას, რომ საჭიროა ქვეყანაში ინსტიტუტების და დემოკრატიული სტანდარტების გაძლიერება, საჭიროა იყოს წესრიგი და ეს უნდა იგრძნობოდეს სწორედ ვერტიკალში და მმართველ გუნდში. საჭიროა იმ ადამიანების წინ წამოწევა, დაფასება და მათი შესაძლებლობების რეალიზება, ვინც 2012 წლის გამარჯვება მოიტანა. ამ გამარჯვების მთავარი შინაარსი იყო იმ იდეალებისთვის ბრძოლა, რასაც ეწირებოდა ძალიან ბევრი ადამიანი. ბევრი ადამიანი დარჩა გულნატკენი და სწორედ მათ სჭირდებათ დღეს მაქსიმალური რეალიზება და არეალი, რომ თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ. ამიტომ, მე განსაკუთრებით მივესალმები ამ გზავნილს, რაც გააკეთა გუშინ ბიძინა ივანიშვილმა. სწორედ ეს არის ის, რასაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ელოდება“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა