logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი პოლონეთს ეწვევა
დავით ზალკალიანი პოლონეთს ეწვევა
11:36 24.10.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი პოლონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს პოლონეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია შეხვედრა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იაცეკ ჩაპუტოვიჩთან, რომლის ფარგლებშიც ასევე გაიმართება თბილისის კონფერენციის რიგით მესამე შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ თბილისის კონფერენცია გახლავთ საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის რეგულარული ფორმატი, რომელიც ემსახურება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში პოლონეთის გამოცდილების გაზიარებას და მისი როლისა და დახმარების ამაღლებას. ფორმატი 2015 წელს დაფუძნდა.

პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს ასევე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში და სიტყვით წარსდგება მინისტრების სესიაზე, რომელიც ევროპის უსაფრთხოებას ეძღვნება. მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობენ პოლონეთის (იაცეკ ჩაპუტოვიჩი) უკრაინის (პავლო კლიმკინი) ლიეტუვის (ლინას ლინკევიჩიუსი) და მოლდოვას (ტუდორ ულიანოვიჩი) საგარეო საქმეთა მინისტრები.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მინისტრის შეხვედრები პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიაში, პოლონეთის სენატსა და სეიმში. მარშალებთან სტანისლავ კარჩევსკისთან და მაკ კუხჩინსკისთან.

საგარეო საქმეთა მინისტრი, დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს და სმოლენსკის მემორიალს.

აღსანიშნავია, რომ დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პოლონეთის რესპუბლიკას პირველად ეწვევა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა