logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს პარლამენტს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და აშშ-ის სან დიეგოს სახელწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს პარლამენტს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და აშშ-ის სან დიეგოს სახელწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
21:54 23.10.2018
პარლამენტის თბილისის სასახლეში საქართველოს პარლამენტს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და აშშ-ის სან დიეგოსსახელწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი სხვადასხვა ერთობლივი პროექტის და ინიციატივის განხორციელებას ითვალისწინებს, რაც განათლების სისტემის გაძლიერებასა და საბუნებისმეტყველო და საინჟინრო-ტექნოლოგიურ დარგებში ადამიანური კაპიტალის განვითარებას შეუწყობს ხელს.



თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა, ჰალილ გუვენიმ მოაწერეს.



„აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში სან დიეგოს უნივერსიტეტმა, განათლების ხარისხის კუთხით, უმაღლეს სასწავლებლებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში პარლამენტი, როგორც ქვეყნის უმთავრესი პოლიტიკური ორგანო, შესაძლებლობას იძლევა, რომ მის აპარატში პრაქტიკის და სტაჟირების გავლა მოხდეს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სან დიეგოს უნივერსიტეტს ამთავრებენ ან დამამთავრებელ კურსზე იმყოფებიან. პარალელურად, ჩვენი მოლოდინია, რომ ახალგაზრდების ჩართულობით სხვადასხვა პროგრამების დამუშავება მოხდება. აღსანიშნავია, რომ პირველად ეტაპზე, ჩვენ შევთანხმდით, რომ სტუდენტების პრაქტიკა ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით მოხდეს და მათი მონაწილეობით, პარლამენტის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა ელექტრონული პროგრამები შემუშავდეს და დაინერგოს, რაც თავის მხრივ, პარლამენტში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი იქნება“, -განაცხადა გივი მიქანაძემ ხელმოწერის ცერემონიის დასასრულს.



საქართველოს პარლამენტთან გაფორმებულ მემორანდუმს ხელისმომწერი მხარეები მიესალმნენ.

მაგდა მაღრაძის განცხადებით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისთვის მნიშვნელოვანია პარლამენტთან თანამშრომლობა და იგი მიესალმება პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლითაც სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებს პრაქტიკის და სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ეძლევათ.



„იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ჩვენი თანამშრომლობა, რამდენიმე მიმართულებით, წარმატებული იქნება“, - აღნიშნა მაგდამაღრაძემ.



„მოხარულები ვართ, რომ დღეს პარლამენტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტების სტაჟირებაზე და მათ დასაქმებაზე უნივერსიტეტი პარლამენტთან აქტიურ თანამშრომლობას შეძლებს. ვფიქრობთ,რომ კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის კუთხით, ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების ცოდნას პარლამენტის აპარატი გამოიყენებს“, - განაცხადა ჰალილ გუვენიმ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა