logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლიეტუვაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, მხარეთა შორის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის ოქმი გაფორმდა
ლიეტუვაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, მხარეთა შორის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის ოქმი გაფორმდა
21:42 23.10.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-5 სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ოქმის მიხედვით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის ფარგლებში, დელეგაციებმა პრიორიტეტულ სფეროებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობათა გაღრმავების საკითხები განიხილეს. კერძოდ,მხარეებმა ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის, ასევე, ზოგადად, აღმოსავლეთ პარტნიორობით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობის ათვისების აუცილებლობის შესახებ იმსჯელეს.

ოქმში აღნიშნულია, რომ მხარეები მიესალმნენ ევროკავშირის სამი ასოცირებული პარტნიორის - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მონაწილეობით სავაჭრო საკითხებზე გამართულ მინისტერიალს და შეთანხმდნენ სრულად აამოქმედონ ეს ფორმატი, მათ შორის რეგულარული შეხვედრების გამართვის გზით, რომლებიც ასოცირების შეთანხმებებით გათვალისწინებულ პოლიტიკური და სექტორული თანამშრომლობის საკითხებს დაეთმობა.

დელეგაციებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავის აღნიშვნაზეც ისაუბრეს. დოკუმენტის მიხედვით, ეს საიუბილეო თარიღი მართლაც მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია. ეს არის ეტაპი არა მხოლოდ მიღწეული შედეგების შესაფასებლად და საქართველოს მოქალაქეებისა და ევროკავშირისთვის გასაცნობად, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალი მიზნების გასააზრებლადაც.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა ყოვლისმომცველი და ამავდროულად კიდევ უფრო დიფერენცირებული უნდა გახდეს, და ევროკავშირთან მიმართებაში თითოეული პარტნიორი სახელმწიფოს განსხვავებულ მიდგომას და რეფორმების განხორციელების პროცესში მის მიერ მიღწეულ კონკრეტულ პროგრესს უნდა ასახავდეს“ - ნათქვამია დოკუმენტში.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ „მეტი მეტისთვის“ პრინციპი წარმატებულად მოქმედებს და ის არ უნდა შემოიფარგლებოდეს ევროკავშირის მხრიდან მხოლოდ ფინანსური დახმარების გაწევით და პოლიტიკურ რეაგირებასაც უნდა მოიაზრებდეს.

საქართველოს დელაგაციამ ლიეტუვის დელეგაციას ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა „ROADMAP2EU“ გააცნო, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმებთან და ინსტრუმენტებთან ერთად (როგორიცაა ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტი, აღმოსავლეთ პარტნიორობა), ამ მექანიზმების მიღმა არსებული ინტეგრაციის შესაძლებლობების გამოვლენასა და მათი ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფასაც ისახავს მიზნად. დოკუმენტის მიხედვით, ლიეტუვის მხარე ითანამშრომლებს საქართველოსთან იმისათვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკამ საქართველო რეალურ შედეგებამდე მიიყვანოს. ამ კონტექსტში, მხარეებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე უკვე მიღწეულ ხელშესახებ შედეგზე - უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე გაამახვილეს ყურადღება. მათი თქმით, უვიზო მიმოსვლა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერებისა და საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის უკვე არსებული ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობების გააქტიურების კუთხით.

დოკუმენტის მიხედვით, დელეგაციებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება ხელს შეუწყობს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას. საქართველოს მხარემ დაადასტურა, რომ ნატოს წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, რომლის მიღწევასაც საქართველო წლიური ეროვნული პროგრამით განსაზღვრულ სფეროებში რეფორმების განხორციელების გზით გეგმავს.

საქართველოს დელეგაციამ მადლობა გადაუხადა ლიეტუვას ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისა და ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის. თავის მხრივ, ლიეტუვის დელეგაციამ დაადასტურა, რომ ის კვლავ მხარს უჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას, და მზადაა დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ამბიციების რეალიზებისა და ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეების აღმოფხვრის მიმართულებით.

დელეგაციებმა სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობაზეც ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დეზინფორმაციის საფრთხეებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების, დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერისა და მედიაწიგნიერების სფეროში საუკეთესო პრაქტიკის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე გამახვილდა.

დოკუმენტის ნაწილი რუსეთ-საქართველოს ომს ეთმობა. კერძოდ, აღნიშნულია, რომ
ლიეტუვა სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას, მათ შორის, ბოლოდროინდელ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. საქართველოს დელეგაციამ მადლიერება გამოხატა ლიეტუვის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი პირებისთვის შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის.

ოქმის ნაწილი ორი ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალზეც ამახვილებს ყურადღებას. დოკუმენტის მიხედვით, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს შეისწავლონ ეკონომიკურ, სავაჭრო და საინვესტიციო სფეროში არსებული შესაძლებლობები. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობები და დინამიური და დატვირთული ორმხრივი დღის წესრიგი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა