logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტში ენერგეტიკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი გაიმართა
პარლამენტში ენერგეტიკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი გაიმართა
16:34 23.10.2018
ენერგეტიკის შესახებ საქართველოს კანონპროექტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ დღეს, პარლამენტში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანია კანონპროექტის პარლამენტში შემოსვლამდე მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა, რაც საბოლოოდ სრულყოფილი, დახვეწილი კანონის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

„ყველას გვესმის, რომ სიტუაცია ნამდვილად არ არის მარტივი და ჩვენს წინაშე დგას გამოწვევები, რომელსაც პირველ რიგში სახელის დარქმევა და იმის აღიარება უნდა, თუ რასთან გვაქვს რეალურად საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში, დარგის განვითარებისათვის ქმედით ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ.
აუცილებელია გრძელვადიანი ხედვის არსებობა. რადგანაც, კლიმატური ცვლილებები და ყველა ტიპის პოლიტიკური ცვლილებები, რომლებიც ჰორიზონტზე ჩანს, პირდაპირ კავშირშია იმ გადაწყვეტილებებთან, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ გრძელვადიანი ხედვა, თუ რა მიმართულებით ვაპირებთ წავიდეთ ამ სფეროში. უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი კვალიფიკაცია და გამოცდილებაა დაგროვილი, რასაც ასევე ორგანიზება სჭირდება, პარლამენტის ერთ-ერთი როლიც სწორედ იმაშიც მდგომარეობს, რომ ჩვენ შევძლოთ სწორი მიმართულება მივცეთ იმ ენერგიას, რომელიც ამ სფეროში არსებობს“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

პარლამენტის წევრმა, რევაზ არველაძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ენერგეტიკის დარგის გამართული ფუნქციონირების გარეშე, შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და ნებისმიერი მიმართულებით ნორმალური საქმიანობა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება დიდი მონაპოვარია, მაგრამ ამავდროულად ეს დიდ პასუხისმგებლობასაც აკისრებს საქართველოს მთავრობას.

გაერთიანებაში არსებობს დირექტივები, რაც საქართველოს კანონმდებლობაში უნდა აისახოს. ეს მოთხოვნები გათვალისწინებულია აღნიშნულ კანონპროექტში, რომლის მიმოხილვაც შეხვედრაზე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა გააკეთა.

USAID კავკასიის ეკონომიკური განვითარების ოფისის დორექტორმა ვერონიკა ლიმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო ამ ახალი კანონმდებლობის მიღებით ძალიან დიდ ნაბიჯს დგამს სფეროს განვითარების მიმართულებით. ეს ფორმატი კი კარგი შესაძლებლობაა, რომ შევკრიბოთ დაინტერესებული მხარეები და მოვისმინოთ მათი მოსაზრებები კანონპროექტზე.

კანონპროექტის საწყისი ვერსიის შესახებ ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ.

პარლამენტის წევრებმა, ექსპერტებმა და ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლებმა დასვეს კითხვები, გამოითქვა შენიშვნები და წინადადებები.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ერთობლივი განხილვები გაგრძელდება ვიდრე კანონპროექტი მთავრობიდან პარლამენტს საბოლოო სახით გადმოეცემა განსახილველად.

შეხვედრა გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის მხარდაჭერით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა