საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის
მრჩეველს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში, გენერალ სერ გარი ჯონსონს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა შეხვედრაზე, ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერას, რომელმაც დიდი როლი ითამაშა საქართველოს უსაფრთხოების პლათფორმის შექმნაში და ამ საქმეში შეტანილი წვლილისთვის გენერალ სერ გარი ჯონსონს მადლობა გადაუხადა.
კახა კახიშვილმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კონცეფცია გააცნო, რომელიც პრემიერ-მინისტრის მაკოორდინირებელი ორგანო იქნება.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ასევე ამ უწყების შექმნაში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ახალი კონცეფციის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებმაც გენერალს სამუშაო პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.
გენერალმა სერ გარი ჯონსონმა შეხვედრის ბოლოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, კახა კახიშვილს და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კონცეფციის შექმნის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს ინფორმაციის გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

















