logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დემპინგთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დემპინგთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
10:08 23.10.2018
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე დემპინგთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია და თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ბეგაძე რუსთავის ფოლადი დირექტორს ნუგზარ კაჩუხაშვილს, დირექტორის მოადგილეს, არჩილ მელიქაძეს, „ჰაიდელბერგცემენტის“ დირექტორს მიხაელ ჰამპელის, „ჯეოსტილის“ წარმომადგენლებს ჰარდიფ სინგჰს და ჯასპალ სინგჰს შეხვდნენ.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ პრობლემაზე, რაც რამდენიმე თვის წინ ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების მხრიდან წამოიჭრა, რაც ირანული პროდუქციის დემპინგური ფასიდან გამომდინარე შეექმნა წარმოებას.


პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სტუმრებმა განაცხადეს, რომ ანალოგიური პრობლემის წინაშე დადგა ადგილობრივი მეტალურგიული წარმოებაც, რომელიც ასევე უჩივის უცხოური, კერძოდ ირანული არმატურის შემოტანას დემპინგურ ფასად, რაც საფრთხეს უქმნის ადგილობრივ საწარმოებს. მხარეებმა პრობლემის გადაწყვეტის გზებსა და ვადებზე ისაუბრეს.


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულიამ განაცხადა, რომ „სახელმწიფოს მხრიდან როგორც ცემენტის მწარმოებლების, ასევე მეტალურგების მხრიდან წამოსულ პრეტენზიებზე დროული რეაგირება, არ არის მხოლოდ ამ ორი წარმოებისათვის მხარდაჭერის გამოვლინება, არამედ ეს ნათელს ხდის, რამდენად მდგრადია ჩვენი ნება, რომ ვიყოთ წარმოების მხარდამჭერები და თავისუფალი ბაზრის პირობებში არსებული ყველა ბერკეტი ავამუშაოთ შეძლებისდაგვარად სწრაფად“.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ანტიდემპინგური კანონმდებლობა, „დღევანდელი შეხვედრიდან გამომდინარეც კიდევ ერთხელ განმიმტკიცა რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონმდებლობა უნდა არსებობდეს. ისევე როგორც ძალიან მკაცრად უნდა მოწმდებოდეს საზღვარზე ყველა პროდუქცია. მათ შორის ის პროდუქცია, რომელიც კონკურენციაში შედის ჩვენთან წარმოებულ ადგილობრივ პროდუქციასთან“, განაცხადა რომან კაკულიამ.


მან ასევე თქვა, რომ სპეციალური საკომიტეტო მოსმენა მიეძღვნება აღნიშნულ პრობლემებს. „ჩვენ ვაპირებთ სპეციალური საკომიტეტო მოსმენა მივუძღვნათ ამ ორი მწარმოებლის პრობლემებს. მოვიწვევთ ყველა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელს, რომ თავისი სახელი დავარქვათ არსებულ პრობლემას და დავსახოთ მისი გადაწყვეტის გზები და ვადები. იმიტომ, რომ, როგორც მწარმოებლები ამბობენ, დრო არის ძალიან კრიტიკული. რადგან საქმე ეხება ქარხნების გარკვეული ნაწილის შეჩერებას და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. ამიტომ აქ შეყოვნება და არაეფექტურობა დაუშვებელი იქნება“, განაცხადა რომან კაკულიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა