საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ დვალიშვილი (რეზიდენციით ქ. ადის-აბებაში)
ოფიციალური ვიზიტით ტანზანიის გაერთიანებულ რესპუბლიკას ეწვია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ დვალიშვილმა ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ჯონ ჯოზეფ პომბე მაგუფულის რწმუნებათა სიგელები გადასცა. ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ ტანზანიის პრეზიდენტთანსაქართველოს ელჩის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე. გამოითქვა იმედი, რომ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.
ტანზანიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ტანზანიის საგარეო საქმეთა და აღმოსავლეთ აფრიკული თანამშრომლობის მინისტრთან, ავგუსტინ მაჰიგასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს და მზადყოფნა გამოთქვეს, აქტიურად ითანამშრომლონ ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიმართულებით.

















