logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გივი მიქანაძე სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს შეხვდა
გივი მიქანაძე სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს შეხვდა
17:24 22.10.2018
პარლამენტის აპარატსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის თანამშრომლობის მიმართულებების და პრიორიტეტების განხილვას დაეთმო პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლის, იოჰანეს ფან დერ კლაუსის შეხვედრა. გივი მიქანაძემ სტუმარს პარლამენტის აპარატში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმირების პროცესზე ინფორმაცია გააცნო და აპარატის თანამშრომლებისთვის მომზადებულ საგანმანათლებლო- სატრენინგო კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.



პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, თანამშრომლობის პრიორიტეტებზე საუბრისას, მხარეებმა რამდენიმე მიმართულება გამოკვეთეს. ერთ-ერთი მათგანი, პარლამენტის სასწავლო ცენტრის აქტივობებში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ჩართულობას შეეხებოდა. აღინიშნა, რომ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში უმაღლესი კომისრის ოფისი ორგანიზებას გაუწევს კონკრეტული ტრენინგების და საჯარო შეხვედრების უზრუნველყოფას, რომლებზეც პარლამენტის წევრების და აპარატის თანამშრომლების საჭიროებებიდან გამომდინარე, იმ თემატური ინფორმაციის გაზიარება მოხდება, რომელიც ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კომპეტენციას განეკუთვნება.



შეხვედრაზე იოჰანეს ვან დერ კლაუსმა პარლამენტის კვლევითი ცენტრისთვის შესაბამისი ლიტერატურის გადაცემის და ბიბლიოთეკის ფორმირების კუთხით, თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. „შევთანხმდით, რომ საჭიროების შემთხვევაში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი დააფინანსებს და უზრუნველყოფს გარკვეული მიმართულებების ექსპერტების ჩართულობას. პირველ ეტაპზე ჩვენ გამოვკვეთავთ ამ საჭიროებებს და უმაღლეს კომისარიატს კონკრეტული წინადადებებით მივმართავთ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.



გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელთან შეხვედრისას, სტუმარმა თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა საკითხებზე ოფისის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოების, პარლამენტში პრეზენტაციის გამართვის ინიციატივა გამოთქვა. გივი მიქანაძე მიესალმა წარმოდგენილ წინადადებას და აღნიშნა, რომ მსგავსი ლიტერატურის გაცნობა პარლამენტის წევრებს და აპარატის თანამშრომლებს საერთაშორისოდ დამკვიდრებულ სტანდარტებზე მეტ ინფორმაციას მიაწვდის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული პრეზენტაცია 2019 წლის თებერვლის ბოლოს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ხელმძღვანელობის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შედგება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა