logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: თუ რამე შეიძლება მტკიცებულებად წაიღოს რუსეთის ფედერაციამ, ეს არის ის რეზოლუცია, რომელსაც  მთელმა „ნაცმოძრაობამ“ თავის დროზე  მოაწერა ხელი
ირაკლი კობახიძე: თუ რამე შეიძლება მტკიცებულებად წაიღოს რუსეთის ფედერაციამ, ეს არის ის რეზოლუცია, რომელსაც მთელმა „ნაცმოძრაობამ“ თავის დროზე მოაწერა ხელი
17:15 22.10.2018
„თუ რამე შეიძლება მტკიცებულებად წაიღოს რუსეთის ფედერაციამ, ეს არის ის რეზოლუცია, რომელსაც მთელმა „ნაცმოძრაობამ“ თავის დროზე,2008 წელს მოაწერა ხელი და იქ საუბარია ძალიან მძიმე რაღაცეებზე“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებას.

მისივე თქმით, დავით ბაქრაძის განცხადება ტყუილია და ამას მმართველი გუნდი მტკიცებულებით დაადასტურებს.

„ეს არის ტყუილი და ამას ჩვენ მტკიცებულებით დავადასტურებთ. რაც შეეხება ჰააგის საქმეს, თუ რამე შეიძლება მტკიცებულებად წაიღოს რუსეთის ფედერაციამ, ეს არის ის რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერა მთელმა „ნაცმოძრაობამ“ თავის დროზე, 2008 წელს და იქ საუბარია ძალიან მძიმე რაღაცეებზე. ამაზე რანაირად შეიძლება ხელი მოაწერო და მერე როგორ შეიძლება, სხვებს ესაუბრო რაღაც-რაღაცეებზე, ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი. ის, რაც გააკეთა მაშინ „ნაცმოძრაობამ“, 2008 წლის ოქტომბერი იყო, თუ არ ვცდები, ეს იყო დანაშაულზე დანაშაულის დამატება, ღალატზე ღალატის დამატება და როდესაც პირი გიბრუნდება და სხვას აბრალებ რაღაცეებს, ამ ყველაფრის ჩამდენი, ეს არის უბრალოდ უტიფრობა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2008 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთ დანაშაულს მეორე დანაშაული დაუმატა, რასაც, მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს ჩამოირეცხავს.

„მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დანაშაული ჩაიდინა 2008 წელს ნაცმოძრაობამ, ამ დანაშაულს დაამატა მეორე დანაშაული იმ ტექსტით, რომელიც არის შეტანილი რეზოლუციაში. ამაზე მძიმე დანაშაულს საქართველოში ვერავინ ვერ ჩაიდენს. შეგახსენებთ, რა არის ამ დანაშაულის შედეგი, ეს არის ჩვენი დაკარგული ტერიტორიების სრული ოკუპაცია - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის, ამ დანაშაულის, სააკაშვილის და ნაცმოძრაობის დანაშაულის შედეგი არის ათიათასობით დევნილი, ასობით დაღუპული ადამიანი, ეს არის უბედურება, რომელიც დაატრიალა თავის დროზე სააკაშვილმა, ნაცმოძრაობამ, რომელთაც მისცეს რუსეთის ფედერაციას რუსული სცენარის განხორციელების საშუალება. ამ დანაშაულს, ვერავითარ შემთხვევაში, ვერასდროს ვერ ჩამოირეცხავს ნაცმოძრაობა და ესეც არის იმის მიზეზი, რომ 28 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ გასცემს საკადრის პასუხს ნაცმოძრაობას, სააკაშვილს, ნიკა გვარამიას, ყველას ერთად, ქართველი ხალხი და ქართული საზოგადოება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა