logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ალბათ, დღეს ჩამოყალიბებული საარჩევნო გარემო არავის მოგვწონს
ირაკლი კობახიძე: ალბათ, დღეს ჩამოყალიბებული საარჩევნო გარემო არავის მოგვწონს
17:08 22.10.2018
„ჩვენ გვქონდა საუბარი საარჩევნო გარემოზე, იმ დარღვევებზე, რომლებიც ფიქსირდება ოპოზიციის მხრიდან“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დიპლომატიურ კორპუსთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ირაკლი კობახიძე პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან ერთად შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საუბარი, ასევე, ფიქტიური პარტიების პრობლემას, სოციალური მედიით წარმოებულ შავ კამპანიასა და იმ პროვოკაციებს შეეხო, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრის წინ აქვს ადგილი.

„ალბათ, არავის არ მოგვწონს ის საარჩევნო გარემო, რომელიც არის დღეს ჩამოყალიბებული ამ საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო. მუდმივად გვესმის ჩვენ შავი პიარი, არის ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავი ის ყველაფერი, რაც ხდება ამ კამპანიის გარშემო. ჩვენ გვქონდა საუბარი ამ გარემოზე, იმ დარღვევებზე, რომლებიც ფიქსირდება ოპოზიციის მხრიდან. მათ შორის, ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ფიქტიური პარტიების პრობლემაზე, რომლებიც იტაცებენ სახელმწიფოს სახსრებს და ასევე, თავისუფალ დროს წინასაარჩევნო რეკლამისთვის. ასევე, გვქონდა საუბარი იმ მძიმე ტერმინოლოგიაზე, რომელსაც იყენებენ ჩვენი ოპონენტები წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში. გვქონდა, ასევე, საუბარი მედიის მხრიდან დაუბალანსებელი გაშუქების პრობლემაზე, გვქონდა საუბარი იმ შავ კამპანიაზე, რომელიც წარმოებს სოც მედიის მეშვეობით. საუბარი გვქონდა არაერთ დარღვევაზე, მათ შორის, ასევე, იმ პროვოკაციებზე, რომელიც ყველა შეხვედრის წინ იმართება, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ხვდება ამომრჩეველს. ჩვენ წარმოგვედგინა, რომ ეს არჩევნები ჩატარდებოდა მშვიდ გარემოში, ჯანსაღ გარემოში, ევროპული სტილის გარემოში. ეს იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის შეთავაზება ოპონენტების მიმართ, თუმცა, ოპონენტების პასუხი იყო არაევროპული სტილის კამპანია, ეს არის, რაც გამოარჩევთ მათ, ეს არის მათი სტილი და ხელწერა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა