logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანმა ახალი პროექტი - „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობისგაზრდა საქართველოს რეგიონებში“ წარადგინა
დავით ზალკალიანმა ახალი პროექტი - „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობისგაზრდა საქართველოს რეგიონებში“ წარადგინა
17:03 22.10.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ახალი მასშტაბური პროექტის „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“, პრეზენტაციაში. პროექტი მიზნად ისახავს მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ამ პროცესებისგან მიღებული სიკეთეების შესახებ.

ღონისძიების მონაწილე დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დავით ზალკალიანმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, პროექტის განხორციელებისთვის გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ პროექტის განხორცილება განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე, რომლის მიზანსაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა წარმოადგენს:

„დღეს, ანტიდასავლური პროპაგანდა და მისგან გამოწვეული საფრთხეები არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ არაერთი ინიციატივა და რეფორმა განახორციელა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე. მიღწეული წარმატებების ფონზე, მზარდია ანტიდასავლური პროპაგანდა, რომლის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული პროდასავლური პოლიტიკის მიმართ უნდობლობის განცდის დამკვიდრებაა. ჩვენ პროპაგანდას არა კონტრპროპაგანდით, არამედ ქვეყნის წარმატებული რეფორმებით, ეკონომიკური წინსვლით, დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცებით და ევროინტეგრაციის პროცესის შედეგად მიღებული სარგებლის დემონსტრირებით ვპასუხობთ,“ განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბედ რუდმა და ნატოსა დაევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ.

საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბედ რუდმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვა ამის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის აუცილებლობას:

„თუ 3-5 წლის წინანდელ საქართველოს გავიხსენებთ, აშკარაა, რომ ქვეყანამ გრძელი გზა განვლო. ჩვენ ვაფინანსებთ პროექტებს, რითაც ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ევროკავშირსა დანატო-ში საქართველოს ინტეგრაციის მიმართ. აშშ. მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სვლას ამ გზაზე. ეს პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესისა და იმ სარგებლის შესახებ, რომელიც მოაქვს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. აღსანიშნავია, საქართველოს უზარმაზარი მხარდაჭერა NATO-ს სამშვიდობო ოპერაციებში, განსაკუთრებით ავღანეთში მიმდინარე მტკიცე თანამშრომლობის სამშვიდობო მისიაში, ხაზგასასმელია საქართველოს შეიარაღებული ძალების პროგრესი, რომელიც დღითიდღე უფრო თავსებადი ხდება NATO-ს სტანდარტებთან. უწყვეტმა ერთობლივმა სამხედრო წვრთნებმა და სამშვიდობო ოპერაციებში მიღებულმა ფასდაუდებელმა გამოცდილებამ საქართველო გარდაქმნა უფრო სტაბილურ, უსაფრთხო და დაცულ ქვეყანად. ეს მნიშვნელოვანი პროექტი კი დაეხმარება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და საქართველოს მთავრობას უკეთ აუხსნას საქართველოს მოსახლეობას ევროპული და ევრო-ატლანტიკური სარგებლის არსი,“- განაცხადა ელიზაბედ რუდმა.

პროექტს, რომლისთვისაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ნახევარი მილიონი აშშ დოლარის რაოდენობის ფინანსური მხარდაჭერა იქნა გამოყოფილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპი „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ განახორციელებს.

18 თვიანი პროექტისფარგლებში გაძლიერდება და გაფართოვდება საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები. ცენტრს დაემატება 5 ახალი რეგიონალური ბიუროდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონალური ბიურო გააგრძელებს მუშაობას. პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს რეგიონალური მედია ორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ მედია-გაშუქებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა