logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბექა ოდიშარია: მიწისზედა მეტროს მშენებლობა დედაქალაქში საცობების პრობლემას გადაწყვეტს
ბექა ოდიშარია: მიწისზედა მეტროს მშენებლობა დედაქალაქში საცობების პრობლემას გადაწყვეტს
16:59 22.10.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, მიწისზედა მეტროს მშენებლობა თბილისში, საცობების პრობლემის გადაწყვეტას წარმოადგენს.

მისივე თქმით, ელექტრო ძრავიანი ავტომობილები ქალაქის ეკოლოგიის გადარჩენას ემსახურება.

“მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს თბილისის მერიის მიერ ინიცირებული პროექტების მხარდაჭერისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით.

კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში დღეს გაჟღერებული კონკრეტული თარიღების მიმართულებებსა და ერთეულებში გაწერილი გეგმა, იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ უკვე გაისად დედაქალაქის ქუჩებში ჩვენი მოსახლეობისათვის ასე სასურველ სურათს ვიხილავთ, როგორც მათი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სათანადო და კომფორტული მომსახურების თვალსაზრისით, ასევე ადგილობრივებისა და დედაქალაქის სტუმრებისათვის და ზოგადად ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი მიმართულებით - ქუჩებში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ევროპული სტანდარტითა და ერთიანი იერსახით არსებობის თვალსაზრისით.

რაც შეეხება მიწისზედა მეტროს მშენებლობას, ეს არის პრაქტიკულად ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტა ისეთი ერთის შეხედვით ძალზედ მძიმე პრობლემისა, რასაც დედაქალაქში საცობები წარმოადგენს, მით უმეტეს ამ იმპორტის ყოველწლიური ზრდის მაჩვენებლების გათვალისწინებით, თუმცა საფუძვლიანი ოპტიმიზმისთვი თუნდაც ათენის ანალიგიური მაგალითი იქნებოდა საკმარისი.

ელექტრო ძრავიანი ავტომობილები არის რეალური შანსი, რომ ჩვენი ქალაქის ეკოლოგია და მასთან ერთად ჩვენი შვილებისა და მშობლების ჯანმრთელობა ყველამ ერთად გადავარჩინოთ.

ამიტომ თავმდაბლად მოვუწოდებდი თანაქალაქელებს, განსაკუთრებით კი იმ ოჯახებს, რომელთაც გეგმაში აქვთ ავტომობილის შეძენა, დავამკვიდროთ ერთგვარი თბილისური ტრენდი და ვიმოძრავოთ ელექტრო და სხვა ეკონომიურ ძრავიანი ავტომობილებით და ამით გავხდეთ თანამონაწილე დიდი საერთო საქმის, მით უმეტეს, რომ ამას თან ახლავს თბილისის მერის მიერ გაცხადებული კონკრეტული უპირატესობები ასეთი ავტომობილის ფლობელთათვის.

პირადად მე ვეცდები უახლოეს ხანში შევუერთდე ამ ტრენდს,“ - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა