logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
მამუკა ბახტაძე წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
16:49 22.10.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე წმინდა საყდრის (ვატიკანი) საგარეო საქმეთა მინისტრს, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობა მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის, საუკუნოვანი პოლიტიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებზე.

ითქვა, რომ საქართველოს, როგორც უძველესი ცივილიზაციისა და ისტორიის მქონე ქრისტიანულ ქვეყანას, რომელიც განვითარების მიმართულებით არაერთ წარმატებულ რეფორმას ახორციელებს, ევროპული ქვეყნების მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს.

თავის მხრივ, მთავრობის მეთაურმა წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს მუდმივი თანადგომის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის. მხარეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე. შეხვედრისას, ითქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ განუხრელად დგას რუსეთთან არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების გზაზე.

აგრეთვე, ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობის მნიშვნელობას.

წარმატებულად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში ინიცირებული და წარდგენილი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე არსებული სიკეთეების ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი თანამოქალაქეებისათვის გაზიარებას ითვალისწინებს.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედი და ქართველი ხალხის შეუქცევადი არჩევანია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ესწრებოდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა