საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკრიშვილის შეფასებით, ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი თახების გაღება სახელმწიფოსთვის მაკროეკონომიკურად შეუძლებელი იქნება.
ამის შესახებ ცისკარიშვილმა დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ოპოზიციის საპასუხოდ განაცხადა, რომლებიც სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაზრდას ითხოვდნენ.
„საქართველო ჯერ არ არის ისეთი მდიდარი ქვეყანა, რომ 5–10–15 ათასი ლარი დავარიგოთ. ხარჯები, რომელიც პრაქტიკულად სახელმწიფო ბიუჯეტის ნახევარს შეადგენს, ერთი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის რომ გავიღოთ, უბრალოდ მაკროეკონომიკურად შეუძლებელია“ – განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ მოსახლეობას მოსავალი თითქმის გაუნადგურდა და მისი ღირებულება კომპენსაციების ოდენობას ბევრად აღემატება, თუმცა, ამ ეტაპზე ხელისუფლება იმას აკეთებს, რისი საშუალებაც აქვს.
ამასთან, ცისკარიშვილის განმატებით, სარეზერვო ფონდები არ არის იმ ოდენობის, რომ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის საკმარისი იყოს.

















