logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთ-ერთი მტკიცე საყრდენი ქრისტიანობიდან მომდინარეობს
დავით ზალკალიანი: ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთ-ერთი მტკიცე საყრდენი ქრისტიანობიდან მომდინარეობს
13:54 22.10.2018
„ჩვენთვის დიდი პატივია არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერის საქართველოში ვიზიტი, რაც მტკიცე მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირებას და საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ურთიერთობების გაღრმავების ძლიერ სტიმულს წარმოადგენს,“ - განაცხადა საქარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, საქართველოში ვიზიტით მყოფ, წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანთან, არქიეპისკოპოსს პოლ რიჩარდ გალაჰერთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დავით ზალკალიანმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ვიზიტების მზარდ დინამიკაზე გაამახვილა. მან ასევე წმინდა საყდარსა და საქართველოს შორის არსებულ საუკუნოვან კავშირებზე ისაუბრა, მათ შორის აღნიშნა, რომ წმინდა საყდრიდან საქართველოში პირველი ვიზიტი ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში განხორციელდა.


„დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე წმინდ საყდრის მტკიცე მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობთ. გვახსოვს გვერდში დგომა როგორც მშვიდობის, ასევე განსაცდელის პირობებშიც, მათ შორის 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს და მის შემდეგ. მადლობას გიხდით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მსურს ასევე ხაზი გავუსვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს, რასაც კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროებში არსებული თანამშრომლობა წარმოადგენს. უაღრესად მადლიერები ვართ საქართველოში ვატიკანის ნუნციატურის მხრიდან მრავალი კულტურული და საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებისთვის,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.


მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა, როგორც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედსა და ქართველი ხალხის შეუქცევად არჩევანზე.


„ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთ-ერთი მტკიცე საყრდენიც სწორედ ქრისტიანობიდან მომდინარეობს, რადგან საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა და ჩვენი ცივილიზაცია, ისევე როგორც მრავალი ევროპული ქვეყნის ცივილიზაცია, წარმოიშვა და განვითარდა „ქრისტიანულ ფესვებზე. ისტორიულად, კათოლიკე და მართლმადიდებელი ქრისტიანები ერთმანეთის მხარდამხარ იდგნენ საქართველოს აღმშენებლობის გზაზე. ქართველმა კათოლიკეებმა - სულხან-საბა ორბელიანმა, მიხეილ თამარაშვილმა, მიხეილ თარხნიშვილმა, პეტრე ხარისჭირაშვილმა, ძმებმა ზუბალაშვილებმა, ზაქარია ფალიაშვილმა, სტეფანე და პეტრე მელიქიშვილებმა, სიმონ ყაუხჩიშვილმა, პეტრე ოცხელმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოში კულტურის, განათლების და მეცნიერების განვითარებაში,“ - აღნიშნა მინისტრმა.


დავით ზალკალიანის განცხადებით, წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მძიმე შედეგებზე გამახვილდა ყურადღება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ვატიკანის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანი უკვე მესამედ სტუმრობს. ამასთან, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, საქართველომ რომის ორ პაპს უმასპინძლა.


პოლ რიჩარდ გალაჰერი საქართველოს 21-24 ოქტომბერს სტუმრობს. დაგეგმილია მინისტრის შეხვედრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. იგი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას. მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრას გამართავს.პოლ რიჩარდ გალაჰერი, მცხეთას ეწვევა და სვეტიცხოველსა და ჯვრის მონასტერს მოინახულებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა