ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარის გიორგი ახვლედიანის განცხადებით, ახლადაშენებულ ჩასახლებებში დევნილთა განაწილების პოლიტიკამ უგუნურობისა და დილეტანტიზმის ყველა რეკორდი მოხსნა.
მაგალითისთვის, მან ბათუმში 608 ოჯახზე აშენებულ კორპუსებში სხვადასხვა რაიონებიდან დევნილების ჩასახლება დაასახელა, მაშინ, როცა ბათუმში ქირით მცოვრები 300 დევნილი ოჯახი დაპირების მიუხედავად, ამ კორპუსებში არ შეუშვეს.
ახვლედიანმა პრეზიდენტს შეახსენა შემთხვევა, როცა დევნილები პოლიციის კორდონის მიღმა იდგნენ და მასთან შეხვედრას ითხოვდნენ. გიორგი ახვლედიანმა პრეზიდენტს ამ ადამიანების სია და პეტიცია საჯაროდ გადასცა.
,,მე შემეძლო ეს მინისტრისთვის გამეგზავნა, მაგრამ ვთვლი, რომ ეს წერილი მაკულატურა არ არის, რომელიც სუბელიანის უწყებაში უბრალოდ უნდა დაობდეს", – აღნიშნა ახვლედიანმა და მას კობა სუბელიანის უწყების არა გორში არამედ ფოცხო-ეწერში გადაყვანა შესთავაზა.

















