logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ვაკეში ამრჩეველთან შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილი ქალიშვილთან ერთად მივიდა
ვაკეში ამრჩეველთან შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილი ქალიშვილთან ერთად მივიდა
17:59 20.10.2018
ვაკელ ამრჩეველთან შეხვედრაზე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ქალიშვილთან ერთად მივიდა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი შვილი საქართველოში დღეს დილით ჩამოვიდა.

„მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი პირველი მხარდამჭერი ქეთევანი. ის ამ დილით ჩამოვიდა. ძალიან დიდი მადლობა მას, ამას ნიშნავს ქართული ოჯახი, რომელიც შენ გვერდით დგას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც კანდიდატმა აღნიშნა, საქართველოს ბევრი ადამიანური და ბუნებრივი რესურსი აქვს, რაც აუცილებლად უნდა დაიცვან და განავითარონ.

„28 ოქტომბრის შემდეგ იწყება ჩვენი ძალიან საინტერესო სვლა, რომ ქვეყანა გავხადოთ თანამედროვე, ევროპული და ამავე დროს ქართული, ძალიან ძლიერი სახელმწიფო.

ამ ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი რესურსი – ნიჭის, ადამიანური და ბუნებრივი. უნდა დავიცვათ ეს ბუნებრივი რესურსები და ისინი განათლებითა და ცოდნით განვავითაროთ. ეს არის საქართველოს გზა ევროპისკენ და არა მხოლოდ ევროკავშირში სამართლებრივად გაერთიანების, არამედ იმ მხრივაც, რომ ჩვენ გავხდეთ ის, რაც ღრმად არის ჩვენს ბუნებასა და ფესვებში – ეს ევროპული, ცივილური ქვეყანაა, რომლისთვისაც ყველაფერი გვაქვს, მაგრამ, ალბათ, ცოტა მეტი შრომა და თანმიმდევრულობა გვინდა.

მე ვიქნები ყველა იმ უფლების დამცველი, რომელიც ჩაწერილია კონსტიტუციაში. სოციალურად დაუცველი ფენა, შშმ პირები, რომლებისთვისაც ჯერ არ გაგვიკეთებია, რაც მათ სჭირდებათ და რაც ეკადრება საქართველოს, უნდა შემოვიყვანოთ საზოგადოებაში. ეს საზოგადოება უნდა გახდეს მართლაც ქართული საზოგადოება თავისი ყველა ღირებულებით – ტოლერანტი, დემოკრატი, ღია, საკუთარი ფასეულობების, ისტორიისა და ტრადიციების დამცველი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა