logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს ელჩი აშშ-ში: ჩვენ ვართ ევროპა და ჩვენი სწრაფვა მიმართულია ევროპისა და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისკენ
საქართველოს ელჩი აშშ-ში: ჩვენ ვართ ევროპა და ჩვენი სწრაფვა მიმართულია ევროპისა და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისკენ
11:20 20.10.2018
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ მონაწილეობა მიიღო ქ. ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოს ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე - „ნაცრისფერი ზონების წაშლა“, რომელიც მიეძღვნა სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებს, იმ გამოწვევებს რომლის წინაშეც ეს ქვეყნები დგანან, მათ შორის რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებისა და კრემლის აგრესიული პოლიტიკის გათვალისწინებით.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძემ. დისკუსიისას, რომელიც რეგიონში ტრანსატლანტიკურ პოლიტიკას მიეძღვნა ელჩმა ისაუბრა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ასევე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ პოლიტიკაზე, რაც ეწინააღმდეგება რეგიონში მშვიდობას და განვითარებას.

„ჩვენ ვაფასეთ მშვიდობასა და სტაბილურობას, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ არ ვართ ევროპისა და აზიის საზღვარზე, ჩვენ ვართ ევროპა. ჩვენი მენტალიტეტი, კულტურა, ფასეულობები, მსოფლმხედველობა და მისწრაფებები ევროპულია. შესაბამისად, ჩვენი სწრაფვა მიმართულია ევროპისკენ და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, რაც ამავდროულად არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ წასვლას. პირიქით განვითარებული და სტაბილური საქართველო ყველა მეზობლის ინტერესებში უნდა შედიოდეს, მათ შორის რუსეთის. თუმცა რუსეთი უარს აცხადებს საქართველოსთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაბმაზე, რასაც აფიქსირებს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატშიც. ვითარება მძიმეა ოკუპირებულ რეგიონებშიც, სადაც მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა რამდენჯერმე, სუფევს მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, ოჯახები და სასოფლო-სამეურნეო მიწები გაყოფილია მავთულხლართებით, ადგილი აქვს ხალხის გატაცებასა და მკვლელობას“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ელჩმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევისა და სიცოცხლის ხელყოფის ფატებზე.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ელჩმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა სქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-ს მნიშვნელოვან როლს როგორც რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის, ასევე საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პროცესში. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და აღნიშნა აშშ-ს როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე პოლიტიკური სპექტრის მტკიცე მხარდაჭერა ამ გზაზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა