logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა
საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა
21:31 19.10.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვასილ ბოდნარი.



სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და უკრაინის შორის არსებული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების ფართე სპექტრი. ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, რომელიც ეფუძნება ქართველი და უკრაინელი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და საერთო მისწრაფებებს.​



შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო ურთიერთმხარდაჭერა.



ორმხრივი თანამშრომლობის განხილვისას, დადებითი შეფასება მიეცა პოლიტიკურ დონეზე არსებულ ურთიერთობებს. კმაყოფილებით აღინიშნა ვიზიტების აქტიური დინამიკა როგორც უმაღლეს დონეზე, ასევე საპარლამენტო, დარგობრივი და უწყებების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად განვითარების პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ არსებობს საკმაოდ დიდი აუთვისებელი პოტენციალი, განსაკუთრებით სატრანსპორტო მიმართულებით, საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე. მხარეებმა დეტალურად განიხილეს აზიიდან ევროპაში საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების გავლით სატრანსპორტო დერეფნების ოპერირების გზები. ხაზი გაესვა შავი ზღვის რესურსის სრულფასოვნად გამოყენების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მომდევნო სხდომა, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება თბილისში, კარგი შესაძლებლობა იქნება აღნიშნული საკითხების დეტალურად განხილვასა და სამოქმედო გეგმის დასახვისთვის.



კონსულტაციებისას, განხილულ იქნა საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებში - გაერო, ეუთო, სუამი - თანამშრომლობის დღის წესრიგი და ხაზი გაესვა აღნიშნული ორგანიზაციების ფარგლებში ერთობლივი პოზიციონირების მნიშვნელობას, საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარი გამოწვევების საერთაშორისო ასპარეზზე უკეთ წარმოჩენის მიზნით.



მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ურთიერთობებს. ხაზი გაესვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში თანამშრომლობის და ასოცირებული წევრების მიერ ევროკავშირის შიგნით ერთობლივი პოზიციების ლობირების მნიშვნელობას.



მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ვახტანგ მახარობლიშვილმა უკრაინელ კოლეგას დეტალურად გააცნო ადგილზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, მცოცავი ანექსიისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, რუსეთის მიერ საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებები. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თავის მხრივ, ისაუბრა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე.



მხარეებმა ასევე განიხილეს გლობალურ საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული აქტუალური თემები.



კონსულტაციების დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ მომავალშიც თანამშრომლობის აქტიური დინამიკის შენარჩუნებაზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა